ამერიკის 6 ერი

12:09 | 29.02.2016 | ნანახია 1888 - ჯერ

არგენტინა ტიტულს მიუახლოვდა

არგენტინის XV-მა ამერიკის ექვსი ერის მეოთხე ტურში „არწივების“ მოულოდნელი მარცხით ისარგებლა, კანადა 54:21 დაამარცხა და ტურნირის მოგების მთავარ ფავორიტად იქცა.

სტუმრებმა „მზარდ არგენტინას“ პირველ ტაიმში დიდი ბრძოლა გაუმართეს, სამი ლელო გაიტანეს და სამივე გარდასახვა გამოიყენეს. შესვენებამდე არგენტინელებმა მეტოქე ოთხჯერ დაალელოვეს, ორი გარდასახვა გამოიყენეს და კიდევ 3 ქულა ჯარიმით აიღეს - 27:21. მეორე ტაიმში მასპინძლებმა მეტოქე გატეხეს და 27 უპასუხო ქულა აიღეს. მათ უპირატესობა ჯარიმით გაზარდეს, 53-ე და 58-ე წუთებზე გატანილი ლელოებით კი, მატჩის ბედი გადაწყვიტეს. შეხვედრის მიწურულს (76-ე და 78-ე წუთები) არგენტინამ კანადა კიდევ ორჯერ დაალელოვა და დიდი სხვაობით მოგება გაიფორმა.

დასკვნით ტურში არგენტინა XV იმ ბრაზილიას ეწვევა, რომელმაც ამავე ტურში აშშ-სთან ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და თუ „არწივების“ შეცდომა არ გაიმეორა, პირველი თასის მფლობელი გახდება.

2016 წლის ამერიკის ექვსი ერი. IV რაუნდი

ჩილე - ურუგვაი 20:23

ბრაზილია - აშშ 24:23

არგენტინა XV - კანადა 54:21

1.

არგენტინა XV

4

3

1

0

165:92

17

3

2.

აშშ

4

2

1

1

152:81

14

4

3.

კანადა

4

2

0

2

128:126

10

2

4.

ურუგვაი

4

2

0

2

94:106

10

1

5.

ბრაზილია

4

1

0

3

100:133

6

2

6.

ჩილე

4

1

0

3

60:161

5

1

5 მარტი

ურუგვაი - აშშ

ბრაზილია - არგენტინა XV

ჩილე - კანადა

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:41 | 29.02.2016
BEERTRANCE (1073)

მართლა შოკი იყო აშშ-ს მარცხი

0.265797