ამბები

19:41 | 17.08.2012 | ნანახია 1786 - ჯერ

პირველი “ოთხი ერი” იწყება

სამხრეთ ნახევარსფეროს სარაგბო ცხოვრებაში, ხვალიდან ახალი ერა იწყება. ამ მხარის უძლიერესი სანაკრებო ტურნირი “სამი ერი”, ამიერიდან სახეს და სახელს იცვლის და ის “ოთხ ერად” მოგვევლინება.
დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, არგენტინის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც ხან “სამი ერის” და ხანაც ევროპული “ექვსი ერის” კარზე აკაკუნებდა, 2007 წლის მსოფლიო თასზე ნაჩვენები თამაშისა და შედეგის შემდეგ, სამხრეთ ნახევარსფეროს ბობოლა სარაგნო ქვეყნების მამების პატივისცემა დაიმსახურა და ახალ ზელანდიას, ავსტრალიას და სამხრეთ აფრიკას მეოთხე გუნდად დაემატა.
ახლადშობილი ტურნირის პირველი მატჩი შაბათს, 18 აგვისტოს, თბილისის დროით 14:05 საათზე ავსტრალიაში, სიდნეიში ANZ Stadium-ზე დაიწყება. აქ “სამი ერის” ბოლო გათამაშების გამარჯვებული ავსტრალია მსოფლიოს ჩემპიონ ახალ ზელანდიას დაუხვდება და “ოთხი ერის” ტურის გარდა, ამ ქვეყნებს შორის საზიარო “ბლედისლოუს თასის” პირველი მატჩიც შედგება. შეგახსენებთ, “ბლედისლოუს თასს” ის გუნდი იღებს, რომელიც წლის განმავლობაში ურთიერთჯახში მეტ გამარჯვებას მოიპოვებს.
არგენტინის ოფიციალური დებიუტი სამხრეთული რაგბის დიდ ოჯახში თბილისის დროით 19 საათზე, კეიპტაუნში შედგება. “პუმებს” მასპინძელ სამხრეთ აფრიკასთან მოუწევთ იმის დამტკიცება, რომ ბობოლებთან გატოლების ღირსი იყვნენ. საგულისხმოა, რომ ისინი დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ მომავალი ჯახებისთვის და ამის გამო ივნისის ტესტებზე საფრანგეთს სათადარიგო გუნდი დაახვედრეს, წამყვან მორაგბეებს კი, ჯერ დასვენების საშუალება მისცეს და მოგვიანებით შეკრიბეს. აღსანიშნავია, რომ აქამდე არგენტინელებს “სპრინგბოკთან” გამარჯვება არ უზეიმიათ და 13-ივე დაპირისპირებაში დამარცხდნენ. ყველა ეს შეხვედრა 1993 წლიდან 2008 წლამდე გაიმართა და ბოლო ჯერზე იოჰანესბურგში მასპინძლებმა მომხვდური 63:9 გაანადგურეს.

ავსტრალია. სიდნეი. ANZ Stadium. 14:05 საათი
ავსტრალია - ახალი ზელანდია
ავსტრალია:
15. ქერთლი ბილი, 14. ადამ ეშლი-კუპერი, 13. რობ ჰორნი, 12. ენტონი ფაინგა, 11. დიგბი იოანე, 10. ბერიკ ბარნსი, 9. უილ გენია; 1. ბენ რობინსონი, 2. ტატაფუ პოლოტა-ნაუ, 3. სეკორე კეპუ, 4. სიტალეკი ტიმანი, 5. ნეითან შარპი, 6. დეივ დენისი, 7. დევიდ პოკოკი, 8. სკოტ ჰიგინბოთამი.
სათადარიგოები: 16. სტივენ მური, 17. ჯეიმს სლიპერი, 18. რობ საიმონსი, 19. რადიკ სამო, 20. მაიკლ ჰუპერი, 21. ნიკ ფიპსი, 22. დრიუ მიჩელი.
ახალი ზელანდია: 15. იზრაელ დეგი, 14. კორი ჯეინი, 13. მაა ნონუ, 12. სონი-ბილი უილიამსი, 11. ჰოსეა გიარი, 10. დენ კარტერი, 9. აარონ სმიტი; 1. ტონი ვუდკოკი, 2. კევინ მეალამუ, 3. ოუენ ფრენკსი, 4. ლუკ რომანო, 5. სემ ვაიტლოკი, 6. ლაიემ მესამი, 7. რიჩი მაკქოუ, 8. კიარან რიდი.
სათადარიგოები: 16. ენდრიუ ჰორი, 17. ბენ ფრენკსი, 18. ბროდ რეთალიქი, 19. ვიქტორ ვიტო, 20. პირი ვეეპუ, 21. აარონ კრუდენი, 22. ბენ სმიტი.

სამხრეთ აფრიკა. კეიპტაუნი. “ნიულენდი”. 19:00
სამხრეთ აფრიკა - არგენტინა
სამხრეთ აფრიკა:
15. ზეინ კერშნერი, 14. ლუაზი მვოვო, 13. ჟან დე ვილერსი, 12. ფრანსუა სტეინი, 11. ბრაიან ჰაბანა, 10. მორნი სტეინი, 9. ფრანსუა ჰუგარდი; 1. ტენდაი მტავარირა, 2. ბისმარკ დუ პლესი, 3. იანი დუ პლესი, 4. იბენ ეცებეთი, 5. ანდრის ბეკერი, 6. მარსელ კოტცე, 7. ვილემ ალბერტცი, 8. კიგან დენიელი.
სათადარიგოები: 16. ადრიან სტრაუსი, 17. პეტ სილიე, 18. ფლიპ ვან დერ მერვე, 19. ჟაკ პოტგიტერი, 20. რუან პიენარი, 21. პეტ ლამბიე, 22. ჯიჯი ენგელბრეხტი.
არგენტინა: 15. ლუკას გონსალეს-ამოროსინო, 14. გონსალო კამაჩო, 13. მარსელო ბოსხი, 12. სანტიაგო ფერნანდესი, 11. ჰორაციო აგულა, 10. ხუან მარტინ ჰერნანდესი, 9. ნიკოლას ვერგალო; 1. როდრიგო რონსერო, 2. ეუსებიო გინიასუ, 3. ხუან ფიგალო, 4. მანუელ კარისა, 5. პატრისიო ალბასეტე, 6. ხულიო ფარიას კაბელო, 7. ალვარო გალინდო, 8. ხუან მარტინ ფერნანდეს ლობე.
სათადარიგოები: 16. ბრუნო პოსტილიონი, 17. მარკოს აერსა, 18. ხუან პაბლო ორლანდი, 19. ტომას ლეონარდი, 20. ლეონარდო სენატორე, 21. მარტინ ლანდახო, 22. მარტინ როდრიგესი.

ზურა ქსოვრელი


 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082037