ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა სან პაულოში, არენა „ბარუერიზე“ მსოფლიოს რაგბის არსებობის პერიოდში ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. აქამდე არასდროს ყოფილა, რომ რეიტინგში 26 ადგილით დაშორებულ გუნდს, წინმყოფი დაემარცხებინოს.
ამ თამაშამდე ბრაზილიის ნაკრები რეიტინგში 42-ე იყო, აშშ-ს ნაკრები მე-16-ე, და სწორედ არწივებს სძლიეს ბრაზილიელებმა 24:23! არადა, განვლილი სამი ტურის შემდეგ, პირველი ამერიკის ექვსი ერის მოგების მთვარი კანდიდატები სწორედ „არწივები“ იყვნენ, ახლა კი, ყველაფერი თავდაყირა დადგა.
ყველაფრის თავი და თავი ისაა, რომ ამერიკელებმა მეტოქე არ დააფასეს და ბრაზილიას შესუსტებული შემადგენლობით ეწვივნენ. ამას განწყობის არქონა დაემატა და „ცალი ხელით“ მოგებაზე ორიენტირებული გუნდი 0:18 ჩამორჩა. ამერიკელები ამის შემდეგღა მოეგნენ გონს და დიდი გაქცევით 23:21 დაწინაურდნენ, მაგრამ დამატებულ დროში დუქუემ ისტორიული ჯარიმა გაიტანა და ბრაზილიას 24:23 მოაგებინა.
პ.ს ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს ვულოცავ პირველ ისტორიულ გამარჯვებას. განსაკუთრებით დიეგო დუბარდს, რომელიც 2007 წლიდან საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთგული გულშემტაკივარია. საქართველოშიც იყო ჩამოსული მატჩების საყურებლად. პირად მიმოწერაში მითხრა - თვალზე ცრემლები მომადგა, როდესაც ამერიკა დავამარცხეთ. ეს ისეთივე განცდა იყო, როდესაც ტონგას მოვუგეთო...
პაატა ჭანია
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
აქ გერმანია უგებს პორტუგალიას იქ ბრაზილია ამერიკას, რაგბი უფრო და უფრო საინტერესო ხდება