ამბები

15:10 | 31.10.2012 | ნანახია 1911 - ჯერ

სამი ქართველი “დათვების” რიგებში

საქართველოს სარაგბო ნაკრების დარად, სანოემბრო ტესტ-მატჩებისთვის ემზადება რუსეთის ეროვნული გუნდიც. “დათვები” მომავალ თვეში ინგლისს ესტუმრებიან და სამ შეხვედრას ჩაატარებენ: 4 ნოემბერს – ოქსფორდის ნაკრებთან, 9-ში – აშშ-სთან, ხოლო 17-ში – კანადასთან.
აღნიშნულთან დაკავშირებით, რუსები 3 ნოემბრამდე ნოვოგორსკში შეკრებას გამართავენ, რომელზეც რუსების მაისურით მოთამაშე სამი ქართული მორაგბეცაა მიწვეული: პავლე კვერნაძე, ვალერი ცნობილაძე და გრიგოლ ცნობილაძე.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.111447