ამბები

18:40 | 9.12.2012 | ნანახია 1376 - ჯერ

ეროვნული დიდ შესვენებაზე გავიდა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ჩემპიონატი ზამთრის შესვენებაზე გავიდა. ახალ წლამდე ორი გადადებული თამაში გაიმართება და სატურნირო ცხრილსაც საბოლოო სახე მაშინ მიეცემა, მანამდე კი, ლიდერი ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი “არმიაა”.
არმიელები ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან გუნდ “ლოკომოტივს” ეთამაშებოდნენ და პრემიალური ქულით იმარჯვეს. თემურ ბენდიაშვილის შეგირდები წლეულს არასტაბილურად რომ თამაშობენ, ეს შედეგებითაც ნათლად ჩანს და მათ “არმიას” მხოლოდ ერთი ჯარიმა გაუტანეს, თავად კი, 3 ლელო მიიღეს და მეტოქეს პრემიალური ქულაც გაატანეს.
მიუხედავად მარცხისა, “ლოკომოტივს” პროგრამა-მინიმუმი პრაქტიკულად შესრულებული აქვს, საპლეიოფო ექვსეულში აუცილებლად მოხვდება, იქამდე კი დიდი დროა და გუნდიც დალაგდება.
“არმიამ” თბილისის “ლელო” ჩამოიტოვა, რომელსაც ბათუმში უნდა ეთამაშა, მაგრამ ეს შეხვედრა წვიმის გამო გადაიდო და “ლელოც” ლიდერობის დასაბრუნებლად მოგვიანებით იბრძოლებს.
პირველ სათამაშო დღეს დაძაბულ ბრძოლაში სძლია რუსთავის “ხარებს” თბილისის “აკადემიამ” და სიტუაციაც მნიშვნელოვნად გამოისწორა. შეგახსენებთ, რეგულარული პირველობის დასრულების შემდეგ, ბოლო ორ გუნდს უძლიერესთა შორის ადგილის შესანარჩუნებლად პირველლიგელებთან მოუწევს თამაში და “აკადემია” მისთვის თავის დასაღწევად იბრძვის.
არ შედგა ბრძოლა ტურის მეორე ცენტრალურ მატჩშიც. ქუთაისში, ადგილობრივმა “აიამ” მუდამ მებრძოლ “ილიაუნი ჯიქს” უმასპინძლა. “ჯიქი” მასპინძელთა გუნდთან ვერაფერს გახდა და 12:41 დამარცხდა.
ქუთაისელებმა თამაშის ხარისხი ტურიდან-ტურამდე გააუმჯობესეს და გასაკვირი არაა თბილისელთა გუნდს ასეთი დიდი სხვაობით რომ სძლიეს, თან პრემიალური ქულაც ჩაიწერეს.
პრემიალური ქულა აიღო “არმაზმაც”, რომელმაც აუტსაიდერ “ყოჩებს” 22:9 აჯობა.
15 დეკემბერს, გადადებულ მატჩში, “ხარები” “არმაზს” დაუხვდება, მეორე თამაშის ჩატარები დრო კი, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატი. XII რაუნდი
8 დეკემბერი. შაბათი
თბილისი. “ავჭალა”

არმია (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი) 23:3
თბილისი. “შევარდენი”
აკადემია (თბილისი) - ხარები (რუსთავი) 14:10
ბათუმი. ანგისა
ბათუმი (ბათუმი) - ლელო (თბილისი) გადაიდო
9 დეკემბერი. კვირა
ქუთაისი. “დინამო”.

აია (ქუთაისი) - ჯიქები (თბილისი) 41:12
თბილისი. “ავჭალა”

ყოჩები (თბილისი) - არმაზი (თბილისი) 9:22
 

1 არმია   12 11 0 1 312-176 50
2 ლელო 11 10 0 1 315-138 47
3 აია 12 8 1 3 343-185 40
4 არმაზი 11 8 0 3 220-179 34
5 ლოკომოტივი 12 5 1 6 252-230 27
6  ჯიქები 12 5 0 7 210-222 26
7  ხარები 11 3 0 8 150-252 15
8  ბათუმი 11 3 0 8 183-259 14
9  აკადემია  12 3 0 9 111-320 14
10 ყოჩები 12 1 0 11 178-313 7



ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081081