ამბები

14:02 | 2.02.2013 | ნანახია 2493 - ჯერ

კენიური სასწაული უტვინობამ შეიწირა

კენიის მორაგბეთა 7-კაცა ნაკრები, რაგბის საერთაშორისო საბჭოს 2012/2013 წლების მსოფლიო სერიის IV ეტაპის მოგებასთან და დიდი სასწაულის ძალიან ახლოს იყო, მაგრამ უტვინო გადაწყვეტილების გამო მკაცრად დაისაჯა და ისტორიაში პირველი ეტაპის მოგების ნაცვლად, მხოლოდ მეორეობას დასჯერდა.
ჯგუფურ ეტაპზე აფრიკელებმა ერთმანეთის მიყოლებით საფრანგეთი, არგენტინა და ტონგა დაამარცხეს. მეოთხედფინალში ისინი სამხრეთ აფრიკის წინაშე წარსდგნენ და სამის წილ ოთხი ლელო გაუშვეს, მაგრამ აფრიკული დაპირისპირება ზუსტმა დარტყმებმა გადაწყვიტა - კენიამ სამივე გარდასახვა გამოიყენა, ხოლო სამხრეთ აფრიკამ ვერცერთი და ტაბლოზე 21:20 დაფიქსირდა. ნახევარფინალში აფრიკელებს მასპინძელი ახალი ზელანდია ელოდა და მიმდინარე სერიის ლიდერი პირველი ტაიმის შემდეგ ორი ლელო-გარდასახვით 14:0 დაწინაურდა, თუმცა, კენიამ მეორე ნახევარში წონასწორობის აღდგენა მოახერხა, დამატებით დროში კი, გადამწყვეტი ლელო გაიტანა და 19:14 იმარჯვა.
ფინალში მათი მეტოქე ინგლისი იყო, რომელმაც მასპინძელი ზელანდია ჯგუფურ ეტაპზე დაამარცხა. ანგარიში საყაიმო იყო და თამაშის დასრულებამდე ერთი წუთი რჩებოდა, როდესაც ევროპელებმა გამარჯვების ლელო მიითვალეს. სამაგიეროდ, ინგლისმა აშშ-ს დამარცხება ვერ მოახერხა და მარცხსაც განიცდიდა კომპენსირებულ დროში ამერიკელთა ლელოს ზუსტი გარდასახვა რომ მოყოლოდა - 12:12. ესპანეთთან ინგლისმა სათუოდ საქმე აღარ გაიხადა და დიდი ანგარიშით გამარჯვების შემდეგ მეოთხედფინალში შოტლანდიაზე გავიდა, რომელსაც ასევე დამაჯერებლად სძლია. ევროპელებმა ნახევარფინალში დიდი ბრძოლა გადაიტანეს. ისინი სამოასთან ორი ლელოთი და გარდასახვით ჩამორჩნენ, მაგრამ ინგლისმა შესვენებამდე ორი საპასუხო ლელო გაიტანა და ორივე გარდასახვა გამოიყენა, მეორე ნახევარში კიდევ უფრო დაწინაურდა, ჯამში კი, 21:19 იმარჯვა.
ფინალურ მატჩში ინგლისი ორი ლელოთი დაწინაურდა, ერთი გარდასახვა გამოიყენა და უპირატესობასაც ფლობდა, მაგრამ კენიამ შესვენებამდე ორჯერ გამოიჭირა მეტოქე კონტრშეტევაზე და ანგარიში გაათანაბრა, მერე კი, კარგი იერიში მესამე ლელოთი დაასრულა და 19:12 დაწინაურდა. მეორე ტაიმში აფრიკელები კარგად იცავდნენ თავს და ერთ ეპიზოდში კონტრშეტევისას ლელომდეც ცოტა დააკლდათ. ბოლოს ინგლისი მიეძალა და კენია სინბინით დაისაჯა. მიუხედავად ამისა, ევროპელებმა ბურთი დაკარგეს, დრო ამოიწურა და კენიელებს მარტივი რამ უნდა გაეკეთებინათ - რაქიდან ბურთი გამოეტანათ და აუტში დაერტყათ, მაგრამ ეს ვერ მოიფიქრეს, მოკლე დარტყმით ორიოდე მეტრით წინ წაწევა განიზრახეს და შედეგად ბურთი დაკარგეს, მერე ინგლისელებს კიდეზე ლელოს გატანა არ დაანებეს და ბურთის განზრახ ჩაჭრისთვის მეორედ დაისაჯნენ სინბინით. 5-მა მცველმა შვიდ შემტევს ვეღარ გაუძლო და ლელო ძელებსშუა გავიდა, რასაც ზუსტი გარდასახვა მოყვა, არადა, კიდიდან დარტყმის შესრულება ბევრად რთული იქნებოდა. ასე კი, ინგლისმა დამატებულ დროში კიდევ ერთხელ ისარგებლა მეტობით და გამარჯვების ლელო გაიტანა, რითაც ამ სერიაში ეტაპის გამარჯვებული პირველად გახდა.
ამრიგად, ინგლისმა საერთო ცხრილში მდგომარეობა საგრძნობლად გაიუმჯობესა, კენია მეორე ადგილამდე დაწინაურდა, ხოლო მასპინძელმა ზელანდიამ სამოას ძლევით შინაურ ეტაპზე მესამე ადგილი დაიკავა და საერთო ცხრილს კვლავაც დიდი უპირატესობით ლიდერობს. მომდევნო ეტაპს 8-10 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატები, ლას ვეგასი უმასპინძლებს.

2012-2013 წლების 7-კაცა რაგბის მსოფლიო სერია
IV ეტაპი (IX ეტაპად). ახალი ზელანდია. ველინგტონი. 1-2 თებერვალი
A ჯგუფი
ახალი ზელანდია - ინგლისი 14:19
აშშ - ესპანეთი 5:10
ახალი ზელანდია - ესპანეთი 36:5
აშშ - ინგლისი 12:12
ინგლისი - ესპანეთი 28:5
ახალი ზელანდია - აშშ 17:10

 

1 ინგლისი 3 2 1 0 59-31 8
2 ახალი ზელანდია 3 2 0 1 67-34 7
3 ესპანეთი 3 1 0 2 20-69 5
4 აშშ 3 0 1 2 27-39 4



B ჯგუფი
საფრანგეთი - კენია 12:24
არგენტინა - ტონგა 21:12
საფრანგეთი - ტონგა 33:7
არგენტინა - კენია 0:12
კენია - ტონგა 17:10
საფრანგეთი - არგენტინა 14:17

 

1 კენია 3 3 0 0 53-22 7
2 არგენტინა 3 2 0 1 38-38 7
3 საფრანგეთი 3 1 0 2 59-48 5
4 ტონგა 3 0 0 3 29-71 3


C ჯგუფი
სამხრეთ აფრიკა - სამოა 10:19
უელსი - კანადა 26:17
სამხრეთ აფრიკა - კანადა 15:26
უელსი - სამოა 12:19
სამოა - კანადა 26:12
სამხრეთ აფრიკა - უელსი 21:0

 

1 სამოა 3 3 0 0 64-34 9
2 სამხრეთ აფრიკა 3 1 0 2 46-45 5
3 კანადა 3 1 0 2 55-67 5
4 უელსი 3 1 0 2 38-57 5



D ჯგუფი
პორტუგალია - ავსტრალია 5:24
ფიჯი - შოტლანდია 12:14
პორტუგალია - შოტლანდია 17:19
ფიჯი - ავსტრალია 12:21
ავსტრალია - შოტლანდია 29:5
პორტუგალია - ფიჯი 7:24

 

1 ავსტრალია 3 3 0 0 74-22 9
2 შოტლანდია 3 2 0 1 38-58 7
3 ფიჯი 3 1 0 2 48-42 5
4 პორტუგალია 3 0 0 3 29-67 3



მეოთხედფინალები IX-XVI ადგილებისთვის
ესპანეთი - პორტუგალია 26:19
კანადა - ტონგა 28:5
ფიჯი - აშშ 29:12
საფრანგეთი - უელსი 33:12
თასის მეოთხედფინალები
ინგლისი - შოტლანდია 31:7
სამოა - არგენტინა 31:7
ავსტრალია - ახალი ზელანდია 5:24
კენია - სამხრეთ აფრიკა 21:20
ნახევარფინალები XIII-XVI ადგილებისთვის
პორტუგალია - ტონგა 7:17
აშშ - უელსი 15:17
ნახევარფინალები IX-XII ადგილებისთვის
ესპანეთი - კანადა 7:31
ფიჯი - საფრანგეთი 19:17
ნახევარფინალები V-VIII ადგილებისათვის
შოტლანდია - არგენტინა 35:5
ავსტრალია - სამხრეთ აფრიკა 28:12
თასის ნახევარფინალები
ინგლისი - სამოა 21:19
ახალი ზელანდია - კენია 14:19
XIII ადგილისთვის
ტონგა - უელსი 21:26
IX ადგილისთვის
კანადა - ფიჯი 28:19
V ადგილისთვის
შოტლანდია - ავსტრალია 7:22
III ადგილისთვის
სამოა - ახალი ზელანდია 7:17
ფინალი
ინგლისი - კენია 24:19 (19:19)

საერთო ცხრილი ოთხი ეტაპის შემდეგ
1.    ახალი ზელანდია    77
2.    კენია        56
3.    სამოა        54
4.    საფრანგეთი        51
5.    ფიჯი        51
6.    სამხრეთ აფრიკა    51
7.    არგენტინა    46
8.    ინგლისი    37
9.    უელსი        34
10.    ავსტრალია        32
11.    კანადა        26
12.    პორტუგალია        22
13.    შოტლანდია    21
14.    აშშ        18
15.    ესპანეთი    18
16.    ტონგა        3
17.    ზიმბაბვე    2
18.    რუსეთი    1

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.110585