რაგბის საერთაშორისო საბჭომ (IRB) მიმდინარე წლის 28-30 ივნისს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში დაგეგმილ შვიდკაცას მსოფლიოს თასის კალათები გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რომ ფინალური ეტაპის 24 მონაწილეს შორის საქართველოს ნაკრებიც იმყოფება, რომელიც განთესვით ბოლო მე-4 კალათაში მოხვდა.
1-ლი კალათა: ახალი ზელანდია, ფიჯი, სამხრეთ აფრიკა, სამოა, ინგლისი, ავსტრალია.
მე-2 კალათა: უელსი, არგენტინა, საფრანგეთი, კენია, შოტლანდია, აშშ.
მე-3 კალათა: კანადა, პორტუგალია, ესპანეთი, რუსეთი, ტონგა, ზიმბაბვე.
მე-4 კალათა: იაპონია, ჰონგკონგი, საქართველო, ტუნისი, ფილიპინები, სამხრეთ ამერიკის საკვალიფიკაციო ტურნირის გამარჯვებული.
უკვე ცნობილია, რომ მსოფლიოს თასის კენჭისყრა 28 თებერვალს მოსკოვში ჩატარდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია