საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრები გრენობლში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის V-VIII ადგილებისათვის ნახევარფინალში იტალიელ თანატოლებს 10:5 ამარცხებს.
უმცროსი “ბორჯღალოსნები” მეტოქეს ყველა კომპონენტში რომ ჯობნიან, ბურთს და ტერიტორიას რომ აკონტროლებენ, ჯარიმების კარში დარტყამასც თაკილობენ და იმედია, ეს ცუდად არ მოგვიბრუნდება. ანგარიში მაინც ჯარიმით, რევაზ ჯინჭველაშვილმა გახსნა, რაზეც ირალიელებმა ერთადერთი გააზრებული შეტევით გვიპასუხეს, ინდივიდუალურად ორმა მბოჭავმა მოიერიშე რომ ვერ დაიჭირა, ლელოც გავიდა, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი იყო.
ამის შემდეგ ქართველთა უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა და დაწინაურების შანსიც არაერთხელ გაჩნდა, მაგრამ ჯარიმების კარში დარტყმაზე უარმა და ლელოზე თამაშმა ბედნიერი წუთი ბოლო მომენტამდე გადადო. მერე 22-ში მოგებული დერეფნიდან რამდენიმე დარტყმის შემდეგ, ზაურ ხარებავამ ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანზე ზედ ძელებსშუა დაამიწა და ჯინჭველაშვილმაც გარდასახვით საწყისი 35 წუთის საბოლოო შედეგი - 10:5 დააფიქსირა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია