მასობრივი ჩხუბი მოხდა სამხრეთაფრიკულ ბლუმფონტეინში გამართულ სარაგბო მატჩში, რომელშიც ერთმანეთს თავისუფალი შტატისა და ნელსონ მანდელას სახელობის უნივერსიტეტის გუნდები დაუპირისპირდნენ. საგანგაშო ის გახლავთ, რომ ცემა-ტყეპის დროს მხარეები კანის ფერის მიხედვით იყვნენ გაყოფილნი. შავკანიანი ქომაგები იმანაც გააღიზიანა, რომ სამართალდამცავებმა ჩხუბის დროს თეთრკანიანთა მხარე დაიკავეს და რეზინის ტყვიებსაც მეტწილად მათ ესროდნენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია