საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატის რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, უკვე ცნობილია, თუ როგორ დაწყვილდებიან გუნდები საჩემპიონო პლეი ოფში.
XVII რაუნდში ერთი სარეკორდო შედეგიც დაფიქსირდა. “არმიამ” “ყოჩები” წლეულს ყველაზე დიდი სხვაობით - 97:3 გაანადგურა და ლიდერობა გაიმყარა. “ლელომ” “არმაზი” 19:18 რომ დაამარცხა, ბოლო ტურის წინ რეგულარულ გათამაშებაში პირველი ადგილის დაკავების შანსი შეინარჩუნა, მაგრამ რეალურად ეს არაფერს ცვლის და პლეი ოფში ერთკვირიანი შესვენების წინ ერთმანეთს “არმია” და “ლელო” შეხვდებიან.
ყველაზე დიდ ინტერესს რუსთავში გამართული მატჩი იწვევდა, რომელშიც “ლოკომოტივმა” “ხარებს” 22:16 სძლია, მდევრისთვის მიუწვდომელი გახდა და პლეი ოფში თამაში დაიბევა. იქ მას ქუთაისში, “აიასთან” მოუწევს შეხვედრა, რომელმაც თბილისში “აკადემია” 74:10 დაამარცხა. განვლილ ტურში “ჯიქები” “ბათუმს” თბილისში რომ დაუხვდნენ, 16:10 იმარჯვეს და ზღვისპირელებს ექვსეულში შესვლის თეორიული შანსიც აღარ დაუტოვეს.
საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატი. XVII რაუნდი
30 მარტი. შაბათი
თბილისი. “ავჭალა”.
ყოჩები (თბილისი) - არმია (თბილისი) 3:97
რუსთავი. ახალი.
ხარები (რუსთავი) - ლოკომოტივი (თბილისი) 16:22
თბილისი. “შევარდენი”.
ჯიქები (თბილისი) - ბათუმი (ბათუმი) 16:10
31 მარტი. კვირა
თბილისი. “შევარდენი”.
აკადემია (თბილისი) - აია (ქუთაისი) 10:74
თბილისი. “ავჭალა”.
ლელო (თბილისი) - არმაზი (თბილისი) 19:18
1 |
არმია | 17 | 15 | 0 | 2 | 528-251 | 70 |
2 | ლელო | 17 | 14 | 0 | 3 | 467-246 | 66 |
3 | აია | 17 | 12 | 2 | 3 | 492-240 | 59 |
4 | ჯიქები | 17 | 10 | 0 | 7 | 336-263 | 48 |
5 | არმაზი | 17 | 10 | 0 | 7 | 321-294 | 44 |
6 | ლოკომოტივი | 17 | 7 | 2 | 8 | 347-339 | 38 |
7 | ბათუმი | 17 | 6 | 0 | 11 | 324-364 | 30 |
8 | ხარები | 17 | 4 | 0 | 13 | 236-380 | 22 |
9 | აკადემია | 17 | 4 | 0 | 13 | 186-524 | 18 |
10 | ყოჩები | 17 | 1 | 0 | 16 | 226-562 | 7 |
მომდევნო ტური. 6-7 აპრილი
აია - ყოჩები, ლოკომოტივი - აკადემია, არმაზი - ჯიქები, ხარები - ლელო, ბათუმი - არმია
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია