საერთაშორისო

15:16 | 24.02.2016 | ნანახია 1456 - ჯერ

30 ნაცნობი და ორიც დებიუტანტი

რუმინეთის ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში რუსეთის დასახვედრად 32-კაციანი გაფართოებული შემადგენლობით ემზადება.

გუნდში ფრანგული კლუბებიდან ექვსი, ინგლისური და იტალიურიდან კი, თითო-თითო ლეგიონერია. „კოლომიეს“ კვაჭი ოთარ ტურაშვილი თბილისის „ლოკომოტივის“ აღზრდილი, თუმცა წლებია რუმინული პასპორტი აქვს და ამ ქვეყნის ნაკრებში თამაშობს. უელსელმა თავკაცმა ჰოუელსმა ორ პოტენციურ დენიუტანტს უხმო - ბუქარესტის „დინამოს“ კვაჭ კოსმინ მანოლეს და „უნივერსიტატია კლუჟის“ მოთამაშე ვლად როტარუს.

რუმინეთსა და რუსეთს შორის თამაში 27 თებერვალს, თბილისის დროით 16 საათზე დაიწყება.

რუმინეთის ნაკრები

შერკინება: კონსტანტინ პრისტავიცა, პაულ რუსო, მიხაი დიკო, იოჰან ვან ჰერდენი (ყველა „ბეია მარე“, რუმინეთი), კოსმინ მანოლე („დინამო“, ბუქარესტი, რუმინეთი), ორაციუ პუნჟია („ოიონაქსი“, საფრანგეთი), ანდრე რადოი, ეუგენ კაპაცანა, ვალენტინ პოპერლანი, სტელიან ბურჩეა (ყველა „ტიმიშოარა-სარასენსი“, რუმინეთი), ოთარ ტურაშვილი, მიხაი მაკოვეი (ორივე „კოლომიე“, საფრანგეთი), მარიუს ანტონესკუ („ტარბი“, საფრანგეთი), ვლად როტარუ („უნივერსიტატია კლუჟი“, რუმინეთი), ვიორელ ლუკაჩი („სტიაუა“, რუმინეთი), ვლად ნისტორი („კასტრი“, საფრანგეთი), ანდრეი გორჩიოაია („ვალანსი“, საფრანგეთი);

ნახევარდაცვა: ვალენტინ კალაფეტიანუ, ჯოდი როუზი (ორივე „ტიმიშოარა სარასენსი“, რუმინეთი), ტუდორელ ბრატუ („დინამო“, ბუქარესტი, რუმინეთი), ალექსანდრუ ტიგლა („ბუკურეშტი“, რუმინეთი), ოვიდიუ მელნიჩუკი („უნივერსიტატია კლუჟი“, რუმინეთი);

უკანა ხაზი: პაულა კინიკინილაუ, მადალინ ლემნარუ, სტივენ შენანი (ყველა „ტიმიშოარა-სარასენსი“, რუმინეთი), ფლორინ იონიცე, საბინ სტრატილა (ორივე „სტიაუა“, რუმინეთი), ფლორინ ვლაიკუ („კალვიზანო“, იტალია), იონუც ბალაბანი (ბარლადი“, რუმინეთი), ადრიან აპოსტოლი, იონუც ბოტეზატუ (ორივე „ბეია მარე“, რუმინეთი), კატალინ ფერკუ („სარასენსი“, ინგლისი).


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083582