ამერიკის 6 ერი

23:57 | 23.02.2016 | ნანახია 2205 - ჯერ

დიდ კაცთან პატარა კაცსა... (+ვიდეო)

„არწივები“ ზედმეტად ძლიერნი აღმოჩნდნენ ჩილეს ნაკრებისთვის. ამერიკელებმა ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე მეტოქეს 10 ლელო გაუტანეს და 64:0 დაამარცხეს.

ეს იყო ამერიკის ექვსი მესამე ტურის შეხვედრა და მასპინძლებმა და მათმა გულშემატკივრებმა ნაირ-ნაირი ლელოებით ისიამოვნეს. „არწივები“ ნებისმიერი აჩქარების თუ მონდომების შემთხვევაში ქმნიდნენ ხიფათს და მხოლოდ თავის თავს თუ დააბრალებენ მეტი ლელო რომ ვერ გაიტანეს. პირველ ტაიმში მათ მეტოქეს ოთხი ლელო დაუდეს - თავი ბაუმანმა, ელოფმა, ედვარდსმა და ტაუფეტემ გამოიჩინეს.

მეორე ტაიმში ლელოები ტომასმა, ანდერსონმა, ტეომ (2), ლონდონმა და ჰუმემ მიითვალეს. ამას ელოფმა გარდასახვებით 14 ქულა შემატა და ახლა ამერიკის ექვსი ერის პირველი ტურნირის ბედი ამერიკელების ხელთაა, რომელთაც ორი გასვლითი შეხვედრა დარჩათ ბრაზილიასა და ურუგვაიში.

(y-https://www.youtube.com/watch?v=qHJ9WqzAbkw)

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083507