ამბები

11:08 | 7.12.2014 | ნანახია 1384 - ჯერ

“ჩელენჯ ქაფზე” მხოლოდ “ბორდომ” მოიგო

ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირ “ჩელენჯ ქაფის” მესამე ტურში ქართველი ლეგიონერების გუნდებიდან მხოლოდ ერთმა მოიგო და ჯგუფიდან გასვლის რეალურ შანსსაც ის ინარჩუნებს.

მეოთხე ჯგუფში ზაზა ნავროზაშვილის “ბორდომ” ქართველი ლეგიონერის გარეშე “ლიონი” 37:29 დაამარცხა და 11 ქულით პირველ ადგილზე აღზევდა. თუ დღეს “ედინბურგმა” “ლონდონ უელში” დაამარცხა, მაშინ ფრანგებს დაქვეითება მოუწევთ, მაგრამ პირველობის შანსს შეინარჩუნებენ.

მეორე ჯგუფში გიორგი ჟღენტის “ბაიონი” ირლანდიაში “კონახტთან” 19:42 დამარცხდა. წინასწარ გაცხადებული შემადგენლობის მიხედვით, ქართველ ბურჯს სასტარტო 15-ეულში უნდა ეთამაშა, მაგრამ მერე განაცხადშიც არ იყო.

მესამე ჯგუფში ოთარ ტურაშვილის “ბუქარესტი”პირველ ტაიმში მაგრად ებრძოლა “ნიუპორტს” და მხოლოდ 10:13-ს აგებდა, მაგრამ მერე გატყდა და საბოლოოდ 10:37 წააგო. რუმინეთის მოქალაქეობის მქონე ტურაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 61-ე წუთზე შეცვალეს.

დღეს “ჩელენჯ ქაფის” მესამე ტურის კიდევ ორი თამაში გაიმართება, მაგრამ ქართველი ლეგიონერების გუნდებმა მესამე ტური უკვე მოილიეს. მომდევნო კვირაში მე-4 ტურის თამაშებია და ბევრი რამ სწორედ მაშინ გაირკვევა.

ევროპის რაგბის ჩელენჯ ქაფი. 2014/2015 წლების სეზონი

III ტური. 4-7 დეკემბერი

I ჯგუფი

5 დეკემბერი

გრენობლი (საფრანგეთი) - როვიგო (იტალია) 68:10

6 დეკემბერი

კარდიფი (უელსი) - ლონდონ აირიში (ინგლისი) 24:14

1. კარდიფი 3 3 0 0 94:46 15
2. ლონდონ აირიში 3 2 0 1 109:53 10
3. გრენობლი 3 1 0 2 97:72 5
4. როვიგო 3 0 0 3 42:171 0

მომდევნო ტური. 13 დეკემბერი

როვიგო - გრენობლი; ლონდონ აირიში - კარდიფი

II ჯგუფი

4 დეკემბერი

ლა როშელი (საფრანგეთი) - ექსეტერი (ინგლისი) 10:36 (7:17)

6 დეკემბერი

კონახტი (ირლანდია) - ბაიონი (საფრანგეთი) 42:19 (15:12)

1. ექსეტერი 3 2 0 1 93:53 11
2. კონახტი 3 2 0 1 103:64 10
3. ლა როშელი 3 1 0 2 47:97 4
4. ბაიონი 3 1 0 2 62:91 4

მომდევნო ტური. 13 დეკემბერი

ექსეტერი - ლა როშელი; ბაიონი - კონახტი

III ჯგუფი

5 დეკემბერი

ნიუკასლი (ინგლისი) - სტად ფრანსე (საფრანგეთი) 30:23 (14:9)

6 დეკემბერი

ბუქარესტი (რუმინეთი) - ნიუპორტი (უელსი) 10:37 (10:13)

1. ნიუკასლი 3 3 0 0 103:68 14
2. ნიუპორტი 3 2 0 1 101:62 11
3. სტად ფრანსე 3 1 0 2 58:77 5
4. ბუქარესტი 3 0 0 3 38:93 1

მომდევნო ტური. 11-12 დეკემბერი

სტად ფრანსე - ნიუკასლი; ნიუპორტი - ბუქარესტი

IV ჯგუფი

6 დეკემბერი

ბორდო (საფრანგეთი) - ლიონი (საფრანგეთი) 37:29 (25:23)

7 დეკემბერი

ედინბურგი (შოტლანდია) - ლონდონ უელში (ინგლისი)

1. ბორდო 3 2 0 1 102:64 11
2. ედინბურგი 2 2 0 0 40:30 8
3. ლიონი 3 1 0 2 74:80 5
4. ლონდონ უელში 2 0 0 2 38:80 0

მომდევნო ტური. 12-14 დეკემბერი

ლიონი - ბორდო; ლონდონ უელში - ედინბურგი

V ტური

5 დეკემბერი

ბრივი (საფრანგეთი) - ოიონაქსი (საფრანგეთი) 22:30 (7:13)

7 დეკემბერი

გლოსტერი (ინგლისი) - ძებრე (იტალია)

1. გლოსტერი 2 2 0 0 80:15 9
2. ოიონაქსი 3 2 0 1 78:71 8
3. ძებრე 2 1 0 1 50:54 4
4. ბრივი 3 0 0 3 43:111 1

მომდევნო ტური. 13 დეკემბერი

ძებრე - გლოსტერი; ოიონაქსი - ბრივი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.086151