პარიზის “სტად ფრანსემ” ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირ “ამლინ ჩელენჯ ქაფის” ნახევარფინალში კატალონიაში “პერპინიანს” 25:22 სძლია და 17 მაისს ფინალში, დუბლინში, ირალნიურ “ლენსტერს” დაუპირისპირდება.
პარიზელთა განაცხადში არ იყო ქართველი პირველხაზელი ზურაბ ჟვანია, მისმა გუნდმა კი, დაძაბულ ბრძოლაში ჟერომი პორიკალის კარგი გარჯის წყალობით იმარჯვა. მან პირველ ტაიმში სამი ჯარიმა გაიტანა, მაგრამ მისმა გუნდმა ორი ლელო და ერთი ჯარიმა გაუშვა და 9:13 ჩამორჩა. მეორე ნახევრის დებიუტში “პერპინიანმა” ჯარიმით უპირატესობა გაზარდა, მაგრამ პარიზელებმა მატჩის განახლებისთანავე გაიტანეს ერთი საპასუხო ლელო და გარდასახვით წოინასწორობა აღადგინეს.
მასპინძლებმა კიდევ ორჯერ შეძლესდ ჯარიმით დაწინაურება, მაგრამ “სტად ფრანსემ” ორივეჯერ შეძლო წონასწორობის აღდგენა და პორიკალმა გამარჯვების ჯარიმა 77-ე წუთზე დაჰკრა. ამრიგად, პარიზელები ბოლო სამ წელიწადში მეორედ გავიდნენ “ჩელენჯ ქაფის” ფინალში და ტიტულს ირლანდიურ “ლენსტერს” შეეცილებიან, რომელმაც მეორე ნახევარფინალში კიდევ ერთ ფრანგულ გუნდს “ბიარიცს” შანსი არ დაუტოვა - 44:16.
ემლინ ჩელენჯ ქაფი. 2012/2013 წლები.
ნახევარფინალები. 26-27 აპრილი
პერპინიანი (საფრანგეთი) - სტად ფრანსე (საფრანგეთი) 22:25 (13:9)
ლენსტერი (ირლანდია) - ბიარიცი (საფრანგეთი) 44:16
ფინალი. 17 მაისი. დუბლინი. ირლანდია
ლენსტერი (ირლანდია) - სტად ფრანსე (საფრანგეთი)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია