ამბები

14:06 | 7.06.2013 | ნანახია 2843 - ჯერ

ლიონის შვიდკაცას ესპანეთთან მატჩით ვიწყებთ

8-9 ივნისს საფრანგეთის ქალაქ ლიონში შვიდკაცა რაგბში 2013 წლის გრან-პრის სერიის პირველი ეტაპი შედგება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ეროვნული ნაკრებიც მიიღებს.

წილისყრის შედეგად, ქართველი მორაგბეები A ჯგუფში მოხვდნენ, სადაც მეტოქეებად ინგლისი, ესპანეთი, უელსი, უკრაინა და რუმინეთი ეყოლებათ. განრიგის თანახმად, კახა ალანიას შეგირდებს პირველი მატჩი 8 ივნისს თბილისის დროით 12:44 საათზე ესპანეთის წინააღმდეგ ელის.

შაბათსვე, საქართველოს ნაკრები 14:32 საათზე რუმინეთს ეთამაშება, 17:48-ზე – ინგლისს, ხოლო 19:36-ზე – უკრაინას. 9 ივნისს ჩვენი გუნდი ჯგუფური ეტაპის დაკსვნით მატჩს 12:44 საათზე დაიწყებს, მეტოქედ კი უელსი ეყოლება.

ტურნირზე ყველა ადგილი უნდა გათამაშდეს, ამდენად, ჯგუფური რაუნდის შედეგების მიხედვით, მონაწილეები ბრძოლას ფლეი-ოფში გააგრძელებენ. ისიც ვთქვათ, რომ საჩემპიონო გზაზე გადასვლისთვის, ჯგუფში პირველი ან მეორე ადგილის დაკავებაა საჭირო, რაც ავტომატურად ნახევარფინალის საგზურის მომტანი იქნება.

ცნობისთვის, B ჯგუფში პირველობისთვის პორტუგალია, საფრანგეთი, რუსეთი, შოტლანდია, იტალია და გერმანია იბრძოლებენ.

დასასრულ, საქართველოს ნაკრების შემადგენლობასაც გაგაცნობთ: რამაზ ხარაზიშვილი, ზურაბ ძნელაძე, ირაკლი ღვინჯილია, შავლეგ მახარაშვილი, რევაზ გიგაური, ლევან გოგოლაშვილი, გიორგი ჯიმშელაძე, ბახვა კობახიძე, თორნიკე ცერცვაძე, გიორგი ბიწაძე, ირაკლი გეგენავა, ივანე დავითაშვილი.

ლიონის შვიდკაცისთვის თვალის მიდევნება ამ ბმულზე იქნება შესაძლებელი – http://www.fira-aer-rugby.com/article-497.htm


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.088498