ერთა თასი ბ

14:27 | 22.02.2016 | ნანახია 1981 - ჯერ

ერთა თასის ქვედა დონეს ბელგია ლიდერობს

რაგბი ევროპის ჩემპიონატის, ყოფილი ერთა თასის ქვედა დონეს ბელგიის ნაკრები ლიდერობს და დიდი ალბათობით, გაისად ის „ა“ დივიზიონს დაუბრუნდება, საიდანაც 2014 წელს დაქვეითდა.

ორი წრის ჯამში ბელგიელებმა უკვე 8 თამაში გამართეს და აქედან 7 მოიგეს, ერთადერთი მარცხი უკრაინასთან განიცადეს (16:17) და უახლოეს მდევრებს - მოლდოვას და უკრაინას, რომელთაც ერთი შეხვედრით ნაკლები აქვთ ჩატარებული, 11 ქულით უსწრებენ.

გასულ შაბათს ბელგიამ ჰოლანდიას უმასპინძლა, 4 ლელო გაუტანა და პრემიალური ქულით, 32:8 დაამარცხა. სტუმრები ჯარიმით დაწინაურდნენ, მაგრამ შესვენებამდე ორი ლელო გაუშვეს, ორივე გარდასახვა ზუსტი იყო და მერე მასპინძლებმა ჯარიმაც მიითვალეს. ჰოლანდიამ 53-ე წუთზე ლელოთი შეამცირა ჩამორჩენა, მაგრამ მალევე ჯარიმა გაუშვა, დასკვნით 5 წუთში კი, ბელგიამ კიდევ ორი ლელო გაიტანა და სატურნირო ცხრილში 5 ქულა ჩაიწერა.

12 მარტს ბელგიელები სტუმრად ერთ-ერთ მდევარ მოლდოვას ეთამაშებიან, ხოლო 19-შო პოლონეთს სტუმრობენ და ერთი თამაშიც თუ მოიგეს, „ა“ დივიზიონის საგზურს დაიბევებენ.

1.

ბელგია

8

7

0

1

285:123

33

5

2.

მოლდოვა

7

4

0

3

197:108

22

6

3.

უკრაინა

7

5

0

2

155:111

22

2

4.

პოლონეთი

8

4

0

4

164:201

18

2

5.

ჰოლანდია

6

2

0

4

89:106

11

3

6.

შვედეთი

8

0

0

8

87:328

0

0


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:42 | 22.02.2016
BEERTRANCE (1073)

ლიდერობენ რა, ეგენი ამოვლენ გაისად.

0.082018