ამბები

20:23 | 9.06.2013 | ნანახია 2384 - ჯერ

გოგონები “ა” ჯგუფში დარჩნენ

საქართველოს მორაგბეთა 7-ქალა ნაკრებმა ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატის “ა” დივიზიონში IX ადგილი დაიკავა და გაისად ამავე დონეზე თამაშის უფლება შეინარჩუნა.

ქართველმა გოგონებმა “ა” დივიზიონში თამაშის უფლება შარშან მოიპოვეს და ტურნირზე ჯაბა მალაღურაძის ხელმძღვანელობით გაემგზავრნენ. მანამდე ნაკრებმა ორ ტურნირში მიიღო მონაწილეობა - ოდესასა და ამსტერდამში - და ეს შეკრებები თამაშზეც აისახა. საქართველოს ნაკრებმა შვიდიდან 4 თამაში მოიგო, მაგრამ ეს შედეგიც კი, უფრო მაღალი ადგილის დასაკავებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, პროგრამა-მინიმუმი სწორედ “ა” დივიზიონში დარჩენა იყო და ეს ამოცანა წარმატებით გადაიჭრა.

როგორც ჩანს, ამ დონეზე თამაშის გამოუცდელობამ გოგონებზე იმოქმედა და მათ სასტარტო ორი შეხვედრა დათმეს - ხორვატიასა (5:12) და პოლონეთთან (7:15). სამაგიეროდ, პირველი სათამაშო დღის მომდევნო თამაშები გოგონებმა მშრალად მოიგეს, თანაც პირველ შემთხვევაში შვედეთი დაამარცხეს 19:0, რომელმაც ფინალამდე მხოლოდ ეს ერთი მატჩი დათმო. მერე 7-ქალამ ავსტრიას სძლია 31:0 და მეორე სათამაშო დღეს ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში რუმინეთს დაუპირისპირდა.

გამარჯვების შემთხვევაში ქართველი გოგონები V-VIII ადგილებისთვის გააგრძელებდნენ ბრძოლას, მაგრამ დამარცხდნენ. აღსანიშნავია, რომ ფირა-ს ოფიციალურ საიტზე მატჩის შედეგად თავდაპირველად 5:0 ეწერა, მაგრამ მერე ის შეიცვალა და 55:0-ად იქცა. სწორედ ეს შედეგია გათვალისწინებული ცხრილშიც, თუმცა, გაშიფრულ ოქმში რუმინელებს მხოლოდ 1 ლელო უწერიათ. ასეა თუ ისე, საქართველოს ნაკრები IX ადგილისთვის ბრძოლაში ჩაერთო და ნახევარფინალში უნგრეთი 31:0 გაანადგურა, ხოლო დასკვნით მატჩში დანიას 28:0 სძლია და 12 გუნდს შორის IX ადგილი დაიკავა.

ქართველმა გოგონებმა სულ 19 ლელო გაიტანეს, რაც 12 გუნდს შორის მესამე-მეოთხე მაჩვენებელია, მოლდოვასთან ერთად. გაისად გასამართი გრან-პრის საგზური ბელგიამ და შვედეთმა მიიღო, საქართველოს ნაკრებს კი, ამის შანსი მომავალ წელს მიეცემა.

 

ევროპის ჩემპიონატი 7-ქალა რაგბიში

8-9 ივნისი. ჩეხეთი. პრაღა. A დივიზიონი

A ჯგუფი

რუმინეთი - პოლონეთი 0:14

ხორვატია - საქართველო 12:5

შვედეთი - ავსტრია 29:0

საქართველო - პოლონეთი 7:15

რუმინეთი - ავსტრია 12:0

შვედეთი - ხოტვარია 10:0

ავსტრია - პოლონეთი 5:36

შვედეთი - საქართველო 0:19

ხორვატია - რუმინეთი 28:7

საქართველო - ავსტრია 31:0

ხორვატია - პოლონეთი 5:14

შვედეთი - რუმინეთი 26:0

ხორვატია - ავსტრია 34:0

რუმინეთი - საქართველო 55:0

შვედეთი - პოლონეთი 19:0

 

1 შვედეთი
5 4 0 1 84-19 13
2 პოლონეთი 5 4 0 1 79-36 13
3 ხორვატია 5 3 0 2 79-36 11
4 რუმინეთი 5 2 0 3 74-68 9
5 საქართველო
5 2 0 3 62-82 9
6 ავსტრია
5 0 0 5 5-142 5

 

B ჯგუფი

ბელგია - დანია 33:5

მოლდოვა - ინგრეთი 45:0

შვეიცარია - ჩეხეთი 5:29

უნგრეთი - დანია 14:24

ბელგია - ჩეხეთი 24:14

შვეიცარია - მოლდოვა 7:19

ჩეხეთი - დანია 35:7

შვეიცარია - უნგრეთი 21:5

მოლდოვა - ბელგია 0:28

უნგრეთი - ჩეხეთი 0:33

მოლდოვა - დანია 26:5

შვეიცარია - ბელგია 7:40

მოლდოვა - ჩეხეთი 7:7

ბელგია - უნგრეთი 41:0

შვეიცარია - დანია 24:7

 

1 ბელგია
5 5 0 0 166-26 15
2 ჩეხეთი 5 3 1 1 118-43 12
3 მოლდოვა
5 3 1 1 97-47 12
4 შვეიცარია
5 2 0 3 64-100 9
5 დანია  
5 1 0 4 48-132 7
6 უნგრეთი
5 0 0 5 19-164 5

 

ნახევარფინალები IX-XII ადგილებისთვის

საქართველო - უნგრეთი 31:0

ავსტრია - დანია 7:22

ნახევარფინალები V-VIII ადგილებისათვის

ხორვატია - შვეიცარია 5:10

რუმინეთი - მოლდოვა 12:17

თასის ნახევარფინალები

შვედეთი - ჩეხეთი 14:10

პოლონეთი - ბელგია 0:36

XI ადგილისთვის

უნგრეთი - ავსტრია 0:27

IX ადგილისთვის

საქართველო - დანია 28:0

VII ადგილისთვის

ხორვატია - რუმინეთი 5:19

V ადგილისთვის

შვეიცარია - მოლდოვა 5:15

III ადგილისთვის

ჩეხეთი - პოლონეთი 15:0

ფინალი

შვედეთი - ბელგია 0:24


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.106021