ამბები

17:49 | 8.07.2013 | ნანახია 2261 - ჯერ

შვიდკაცა რაგბში ჩემპიონობისთვის ბრძოლას 8 გუნდი გააგრძელებს

6 და 7 ივლისს შვიდკაცა რაგბში საქართველოს 2013 წლის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩები გაიმართა. აღმოსავლეთ დივიზიონში მონაწილეობდნენ – “აკადემია”, “ხულიგანა”, “ყოჩები”, “მგლები”, “დევები”, “ჯიქები”, “ლოკომოტივი”, თი ბი სი და სტუ, დასავლეთში კი – “აია”, “ბაგრატი”, “კოლხი რაინდები”, “არწივები”, “ბათუმი” და “დელფინები”.

პირველ ტურში, აღმოსავლეთ დივიზიონში თბილისის “ჯიქებმა” იმარჯვა. რომელმაც ფინალში “აკადემიას” 24:0 სძლია. დასავლეთ დივიზიონის გადამწყვეტ მატჩში “ბათუმმა” ქუთაისის “აიას” 21:7 მოუგო.

საქართველოს ჩემპიონატის მე-2 ტურში ჩემპიონობისათვის ბრძოლას აღმოსავლეთ დივიზიონის ხუთი და დასავლეთ დივიზიონის სამი საუკეთესო კლუბი გააგრძელებს.

A ჯგუფი: “ჯიქები, “აია”, “ხულიგანა”, “ყოჩები”;

B ჯგუფი:ბათუმი”, “აკადემია”, “ბაგრატი”, “ლოკომოტივი”;

მატჩები შევარდენის სანაკრებო ბაზაზე 13 და 14 ივლისს გაიმართება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.086657