ამბები

15:41 | 5.09.2013 | ნანახია 7736 - ჯერ

ფრანგები საქართველოს რაგბით იცნობენ

ხვალ საღამოს, თბილისის დროით 22:15 საათზე საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საფრანგეთს რომ დაუხვდება, ფრანგული საინფორმაციო საიტები სხვადასხვა სახის ინფორმაციას ავრცელებენ და ერთ-ერთ მათგანში ყურადღება ჩვენს ქვეყანასა და ამინდის პროგნოზზეა გამახვილებული.

lachainemeteo წერს: “2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ესპანეთთან განცდილი მარცხის შემდეგ, საფრანგეთის ნაკრები მდგომარეობის გამოსწორებას და მინიმუმ მეორე ადგილის შენარჩუნებას საქართველოში შეეცდება. ამ ქვეყნის დედაქალაქ თბილისში ჩასასვლელად გუნდს ხანგრძლივი მოგზაურობა მოუხდა. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ცნობილია სპორტის ისეთი სახეობებით, როგორებიც ჭიდაობა და რაგბია. მათ ძლიერი ბიჭები ყავთ და მათგან რამდენიმე გამორჩეული მორაგბე საფრანგეთში თამაშობს. ყველაზე ცნობილები მამუკა გორგოძე (“მონპელიე”), ვასილ კაკოვინი (“ტულუზა”), გოდერძი შველიძე (“ბრივი”) და დავით ზირაქაშვილი (“კლერმონი”) არიან. საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველ დიმიტრი იაშვილს ასევე ქართული ფესვები აქვს. აი ფეხბურთში ამ ქვეყნის წარმომადგენლობა მნიშვნელოვნად მწირია.

მოცემული მომენტისთვის საქართველოს ნაკრები ჯგუფში ბოლოდან მეორე ადგილს იკავებს. თამაში “ბორის ბაიჭაძეზე” გაიმართება, რომელიც 70 ათასამდე მხურვალე გულშემატკივარს იტევს. ამინდის მხრივ საფრანგეთის ნაკრებს პრობლემა არ უნდა შეექმნეს. ხვალ მშვიდ ამინდს ელიან. ტემპერატურა დღის განმავლობაში 26 გრადუსამდე გათბება, თამაშის დაწყებისას ჰაერის ტემპერატურა 22, ხოლო მისი დასრულებისთვის 20 გრადუსი უნდა იყოს. იქროლებს მცირე ქარი, რომელიც ფეხბურთელებს ხელს არ შეუშლის და თამაშიც კარგ საფეხბურთო პირობებში ჩაივლის”.


 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.088692