საქართველოს მორაგბეთა XXIV ჩემპიონატის მე-7 ტურის პირველ სათამაშო დღეს, ფავორიტებმა აუტსაიდერებთან დაგეგმილი გამარჯვებები მოიპოვეს და პრემიალური ქულებიც ჩაიწერეს.
“ყოჩებმა” “ბათუმს” ბოლნისში უმასპინძლა და სამის საპასუხოდ შვიდი ლელო გაუტანა. მასპინძლებმა პირველივე ტაიმში მოიპოვეს დიდი უპირატესობა, ექვსი ლელო მიითვალეს და შესვენებაზე გასვლისას 40 ქულით იგებდა - 46:6. მასპინძლებმა მეორე ტაიმში თავი აღარ შეიწუხეს, უპირატესობა ორი ჯარიმით გაზარდეს, რის შემდეგაც მოეშვნენ და მეტოქისგან სამი ლელო გაუშვეს, თუმცა ერთი თავადაც გაიტანეს.
“ლოკომოტივი” “ხარებს” რუსთავში ეწვია და ხუთი ლელო გაიტანა. თბილისელთა ადრეულ ლელოს მასპინძლებმა ერთ წუთში ლელოთი უპასუხეს, მაგრამ გარდასახვა ვერ გამოიყენეს. შესვენებამდე კიკვაძემ მეორე ლელოც გაიტანა, ერთი ჟამუტაშვილმა მიითვალა და რკინიგზელები 21:5 დაწინაურდნენ. მეორე ტაიმის დასაწყისში “ხარებმა” ჯერ ჯარიმით, ხოლო მერე ლელოთი ჩამორჩენა 6 ქულამდე დაიყვანეს, მაგრამ დასკვნით 20 წუთში ისევ “ლოკომოტივმა” იმძლავრა, გივი ბერიშვილმა ორი ლელო გაიტანა და 31:15 იმარჯვა.
კვირას ტურის ცენტრალური მატჩი “ავჭალაზე” გაიმართება და “არმია” “აიას” უმასპინძლებს. შეხვედრა 16:30 საათზე დაიწყება. პარალელურად, “შევარდენზე” “აკადემია” “ჯიქებს” ეთამაშება, ხოლო “ლელოსა” და “არმაზის” თამაში გადაიდო.
საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატი. VII რაუნდი
19 ოქტომბერი
ბოლნისი. 100 მაყურებელი
ყოჩები (ბოლნისი) - ბათუმი (ბათუმი) 59:27 (46:6)
ყოჩები: 15. შ. მახარაშვილი, 14. გოგოლაშვილი, 13. ბაკურაძე, 12. გაბუნია (ხუციშვილი 41), 11. ხარშილაძე, 10. სოხაძე, 9. ბეგაძე (კ. მახარაშვილი 55); 1. გოგიშვილი, 2. ხიდეშელი (ცუცქირიძე 41), 3. შენგელია (ჯინჭარაძე 41), 4. ტვილდიანი, 5. გრძელიშვილი (ხვისტანი 49), 6. აფციაური (წიკლაური 52), 7. ტყეშელიაძე, 8. ჩხიკვაძე.
7 ლელო: სოხაძე (2), ხიდეშელი, შ. მახარაშვილი, გოგოლაშვილი, აფციაური, ბეგაძე
6 გარდასახვა: სოხაძე (4), მახარაშვილი, ბეგაძე
4 ჯარიმა: სოხაძე
1 სინბინი: გოგიშვილი
ბათუმი: 15. კალანდაძე (ს. ევგენიძე 6), 14. სვინტრაძე (დ. ტრაპაიძე 70), 13. აშვეთია, 12. ოქროპირიძე, 11. ბ. ევგენიძე, 10. ჩუბინიძე (თებიძე 41), 9. შამულო; 1. ხოჭოლავა (სულაბერიძე 59), 2. კელენჯერიძე (აბესლამიძე 44), 3. მოქია, 4. კვაჭაძე (კაიკაციშვილი 62), 5. ბერიძე, 6. კორტავა (მეგრელიძე 41), 7. ალიქაძე, 8. გუგუშვილი.
3 ლელო: მოქია, შამულო, სულაბერიძე
3 გარდასახვა: აშვეთია
2 ჯარიმა: ჩუბინიძე
1 სინბინი: ბერიძე
რუსთავი. ახალი. 200 მაყურებელი
ხარები (რუსთავი) - ლოკომოტივი (თბილისი) 15:31 (5:21)
ხარები: 15. მ. წიკლაური (უმცროსი), 14. თეგეთაშვილი, 13. ბ. ბებიაშვილი, 12. ღამბაშიძე (კიკნაძე 41), 11. მელიქიშვილი, 10. ბასილაია (ჭაავა 72), 9. ხუციშვილი; 1. მაჭარაშვილი, 2. აღაშვილი, 3. მ. წიკლაური, 4. ხელია, 5. ქარუხნიშვილი, 6. ღამბარაშვილი, 7. თედელური, 8. ქვლივიძე.
2 ლელო: ღამბაშიძე, აღაშვილი
1 გარდასახვა: წიკლაური
1 ჯარიმა: წიკლაური
1 სინბინი: მაჭარაშვილი
ლოკომოტივი: 15. ბ. წიკლაური, 14. ქავთარაძე (ბიწაძე 41), 13. დ. ჭურღულია, 12. კავთიძე (კობერიძე 72), 11. ჟამუტაშვილი, 10. ჭინჭარაული, 9. ზაბახიძე; 1. ელოშვილი (გასვიანი 66), 2. გენებაშვილი, 3. ზარიძე, 4. ხულუაშვილი, 5. გეგია, 6. ახვლედიანი, 7. ბერიშვილი, 8. კიკვიძე (ჩიტიძე 72).
5 ლელო: კიკვიძე (2), ჟამუტაშვილი, ბერიშვილი (2)
3 გარდასახვა: წიკლაური
ლელო (თბილისი) - არმაზი (თბილისი) (გადაიდო)
1 | აია | 6 | 5 | 0 | 1 | 135-62 | 24 |
2 | ლელო | 6 | 5 | 0 | 1 | 159-80 | 23 |
3 | ლოკომოტივი | 7 | 5 | 0 | 2 | 151-114 | 23 |
4 | ყოჩები | 7 | 4 | 1 | 2 | 183-153 |
20 |
5 | არმაზი | 6 | 4 | 1 | 2 | 135-117 | 18 |
6 | არმია | 5 | 2 | 1 | 2 | 115-91 | 12 |
7 | ჯიქები | 6 | 1 | 2 | 3 | 104-116 | 10 |
8 | აკადემია | 5 | 1 | 0 | 4 | 53-129 | 5 |
9 | ბათუმი | 6 | 1 | 0 | 5 | 80-166 | 5 |
10 | ხარები | 6 | 0 | 0 | 6 | 75-162 | 2 |
20 ოქტომბერი
თბილისი. “ავჭალა”. 16:30 საათი
არმია (თბილისი) - აია (ქუთაისი)
თბილისი. “შევარდენი”. 16:30 საათო
აკადემია (თბილისი) - ჯიქები (თბილისი)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია