ამბები

18:10 | 26.10.2013 | ნანახია 2917 - ჯერ

19-წლამდელები მსოფლიოსკენ სვლას ჩეხეთით იწყებენ

საქართველოს 19-წლამდე მორაგბეთა ნაკრები 27 ოქტომბრიდან ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატში ჩაებმება, რომელიც ამავდროულად, 20-წლამდე მორაგბეთა 2014 წლის მსოფლიო თასის “ალაფის” შესარჩევი ეტაპიცაა.  

მსოფლიო თასის “ალაფა” გაისად ჰონკონგში გაიმართება და მასში ევროპიდან მონაწილეობას მხოლოდ ჩემპიონი მიიღებს. ასე რომ, უმცროს “ბორჯღალოსნებს” პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მხოლოდ პირველობისთვის მოუწევთ ბრძოლა. საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ერთი კვირის წინ გაემგზავრა და მეოთხედფინალში, დივიზიონის დებიუტანტ ჩეხეთს 27 ოქტომბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაუპირისპირდება. 

გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები 30 ოქტომბერს ესპანეთისა და რუმინეთის წყვილს შორის გამარჯვებულ გუნდს შეხვდება, ხოლო ფინალი 2 ნოემბერსაა დანიშნული. ზემოთნახსენები ოთხეულის გარდა, ევროპირველობისა და “ალაფის” საგზურისთვის პორტუგალიის, პოლონეთის, ბელგიისა და რუსეთის გუნდები იბრძვიან. აღსანიშნავია, რომ “ბორჯღალოსნები” შარშან ფინალში პორტუგალიასთან  დამარცხდნენ და წლევანდელ “ალაფაზეც” ამის გამო ვერ გაემგზავრნენ.

“გუნდში საკმაოდ კარგი და რაც მთავარია, საბრძოლო განწყობაა. დღეში რამდენიმე ვარჯიშს ვატარებთ და ბიჭებიც შესაბამისად კარგ ფიზიკურ ფორმაში არიან. ჯერ არ ვფიქრობთ სხვა თამაშებზე. პირველ თამაშს რომ მოვიგებთ, მხოლოდ შემდეგ დავიწყებთ სხვა მოწინააღმდეგეებზე ფიქრს. აქედან გამომიდინარე, ჩვენი სრული კონცენტრაცია ჩეხეთის წინააღმდეგ გასამართი მატჩისადმია მიმართული” - განუცხადა საქართველოს 19-წლამდე მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დავით ვართანიანმა საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ საიტს.

საქართველოს ნაკრები ჩეხეთის წინააღმდეგ:

15. გიორგი აფციაური (არმია), 14. მურაზ გიორგაძე (ვეფხვები), 13. გიორგი ნათელაშვილი (ხარები), 12. რევაზ ბროძელი (არმაზი), 11. დავით გულიტაშვილი (ხარები), 10. რევაზ ჯინჭველაშვილი (აია), 9. თეიმურაზ თუთბერიძე (აია); 1. ზაურ ხარებავა (არმია), 2. გიორგი ტორაძე (აია), 3. გიორგი მარგველანი (არმაზი), 4. როლანდ კვაჭაძე (ლელო), 5. ბესიკ ბარბაქაძე (არმაზი), 6. თორნიკე ბუბუტეიშვილი (ლელო), 7. საბა შუბითიძე (აკადემია, კაპ.), 8. დავით პაპავაძე (ჯიქები).

მარქაფა: 16. დავით ფხაკაძე (არმაზი), 17. ბადრი ალხაზაშვილი (აკადემია), 18. ბექა კაკაბაძე (ლოკომოტივი), 19. ნიკოლოზ გიგაური (არმაზი), 20. ჟორა მღებრიშვილი (ხარები), 21. გიორგი ტალახაძე (ხულიგანა), 22. ანზორ სიჭინავა (აკადემია), 23. ირაკლი სვანიძე (ჯიქები).

განაცხადში არ არიან: ბადრი დანგაძე (აია), თემურ ირემაძე (აია), ბადრი ლიპარტელიანი (არმაზი).

 

2013 წლის ევროპის ჩემპიონატი 19-წლამდე მორაგბეთა შორის

პორტუგალია. ლისაბონი. 27 ოქტომბერი. მეოთხედფინალები

ბელგია - რუსეთი

ესპანეთი - რუმინეთი

საქართველო - ჩეხეთი

პორტუგალია - პოლონეთი

 

ნახევარფინალები. 30 ოქტომბერი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.113792