18-წლამდელები

21:10 | 19.02.2016 | ნანახია 1267 - ჯერ

ქართველი მსაჯები საერთაშორისო ასპარეზზე

ორი ქართველი რეფერი - ნიკა ამაშუკელი და შოთა თევზაძე, რომლებსაც ქომაგები "დიდი 10"-ის მატჩებიდან კარგად იცნობენ, უკვე რამდენჯერმე გამოჩნდნენ საერთაშორისო ასპარეზზე თუ უცხოურ პირველობებში.

ამაშუკელსა და თევზაძეს შარშან რაგბი ევროპის ჩემპიონატის "ბ" დივიზიონის მატჩებზე მთავარ არბიტრებად უხმეს. შარშანვე ქართველი მსაჯები ირლანდიის რაგბის კავშირმა სრულიად ირლანდიის ლიგის მატჩებზე მიიწვია.

რაგბი ევროპამ და მსოფლიო რაგბიმ ამაშუკელსა და თევზაძეს გამოცდილება და პროფესიონალიზმი დაუფასა და მნიშვნელოვან ტურნირებზე კვლავ მიიწვია:

შოთა თევზაძე რაგბი ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის ელიტურ დივიზიონის მატჩებს იმსაჯებს, რომელიც 18-27 მარტს პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გაიმართება. ტურნირში მონაწილეობენ სააფრანგეთის, საქართველოს, პორტუგალიის, რუსეთის, ბელგიის, გერმანიის, რუმინეთისა და ესპანეთის 18-წლამდელთა ნაკრებები. აღსანიშნავია, რომ საქართველო ტურნირის მოქმედი ვიცე-ჩემპიონია.

ნიკა ამაშუკელი რაგბი ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის კონფერენცია 1-ზე მიიწვიეს. ტურნირი 29 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით ანდორაში გაიმართება. გარდა ამისა, ნიკა ამაშუკელი წელსვე მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა "ალაფაზე" იმსაჯებს.

rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.094051