ამბები

17:27 | 28.11.2013 | ნანახია 2774 - ჯერ

საქართველოს შვიდკაცა ნაკრები დუბაიში ითამაშებს

28 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით გაერთიანებულ არაბულ ემირატებში იმართება ყოველწლიური რაგბი 7-ის ტურნირი “ემირეითს დუბაი რაგბის სევენსი“ (Emirates Dubai Rugby Sevens), რომელიც პირველ რიგში HSBC კაცთა და IRB ქალთა მსოფლიო სერიის მორიგ ეტაპს წარმოადგენს.

მსოფლიო სერიის ტურნირის გარდა, დუბაის შვიდკაცაზე იმართება მოწვეულ გუნდთა საერთაშორისო ტურნირი – International Invitation Tournament, რომელშიც ეროვნულ გუნდებთან ერთად, მონაწილობას რეგიონალური ნაკრებები და სხვადასხვა გუნდები იღებენ.

წლევანდელ IIM-ის გათამაშებაში საქართველოს რაგბი 7-ის ნაკრები E პულში განითესა, სადაც პარასკევს ჩვენების მოწინააღმდეგეები მოსკოვის რეგიონალური ნაკრები, ბელგიის რაგბი 7-ის ნაკრები და კანადური “ლაიონჰართ სევენსი” იქნებიან.

ცნობისთვის, საქართველოს რაგბი 7-ს ნაკრებს დუბაის ტურნირზე ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კომპანია TETHYS PETROLEUM Limited-ი და მისი პარტნიორი ბრიტანული ნავთობისა და გაზის სერვისული კომპანია Oilfield Production Consultants (OPC) გაუწევენ სპონსორობას.

საქართველოს რაგბის კავშირი და საქართველოს რაგბი 7-ს ეროვნული ნაკრები დიდ მადლობას უხდიან ამ ორ კომპანიას დიდი მხარდაჭერისათვისა და დახმარებისათვის. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული კომპანიები მომავალშიც განაგრძობენ საქართველოს რაგბი 7-ს ეროვნული ნაკრების სპონსორობას.

დუბაიში საქართველოს შვიდკაცა ნაკრები ასეთი შემადგენლობით ითამაშებს: მურაზ გიორგაძე, დაჩი კოპაძე, შავლეგ მახარაშვილი, გიორგი აფციაური, დიმიტრი კალანდაძე, საბა შუბითიძე, გიორგი კალმახელიძე, რევაზ ჯინჭველაშვილი, ზურაბ ძნელაძე, გიორგი ფრუიძე, ბადრი დანგაძე, ბახვა კობახიძე.

გუნდის მთავარი მწვრთნელი კახა ალანია გახლავთ, მწვრთნელი – პავლე ჯიმშელაძე, მენეჯერი – ნოდარ ანდღულაძე, ხოლო ექიმი – გიორგი სვანიძე.

 

POOL APOOL BPOOL CPOOL DPOOL E
Samurai International hfw Wailers The Royals Enisey-STM Moscow Region
Aquadive Apache Brazil UAE France 7 Development Belgium Rugby 7s
BYE Danish Vikings Deutschland Midi Olympique Froggies Georgia
Tunisia Racing RFC Lagos Templars 7 RFC Moosa Daly Wild Geese Lionheart 7's


Match NoFixtureTime
Match 1 Samurai International vs BYE 8:40 a.m.
Match 3 HFW Wailers vs Danish Vikings 8:40 a.m.
Match 5 The Royals vs Deutschland 8:40 a.m.
Match 8 France 7 Development vs Moosa Daly Wild Geese 8:40 a.m.
Match 2 Aquadive Apache vs Tunisia 9:00 a.m.
Match 4 Brazil vs Racing RFC Lagos 9:00 a.m.
Match 6 UAE vs Templars 7 RFC 9:00 a.m.
Match 9 Moscow Region vs Georgia 9:00 a.m.
Match 7 Enisey-STM vs Midi Olympique Froggies 9:20 a.m.
Match 10 Belgium Rugby 7s vs Lionheart 7s 9:20 a.m.
Match 11 Samurai International vs Tunisia 11:40 a.m.
Match 15 The Royals vs Templars 7 RFC 11:40 a.m.
Match 12 Aquadive Apache vs BYE 12:00 p.m.
Match 16 UAE vs Deutschland 12:00 p.m.
Match 13 HFW Wailers vs Racing RFC Lagos 12:20 p.m.
Match 17 Enisey-STM vs Moosa Daly Wild Geese 12:20 p.m.
Match 14 Brazil vs Danish Vikings 12:40 p.m.
Match 18 France 7 Development vs Midi Olympique Froggies 12:40 p.m.
Match 19 Moscow Region vs Lionheart 7s 12:40 p.m.
Match 20 Belgium Rugby 7s vs Georgia 1:00 p.m.
Match 24 HFW Wailers vs Brazil 3:00 p.m.
Match 27 Midi Olympique Froggies vs Moosa Daly Wild Geese 3:00 p.m.
Match 21 Samurai International vs Aquadive Apache 3:20 p.m.
Match 25 Deutschland vs Templars 7 RFC 3:20 p.m.
Match 28 Enisey-STM vs France 7 Development 3:20 p.m.
Match 22 BYE vs Tunisia 3:40 p.m.
Match 26 The Royals vs UAE 3:40 p.m.
Match 29 Georgia vs Lionheart 7s 3:40 p.m.
Match 23 Danish Vikings vs Racing RFC Lagos 4:00 p.m.
Match 30 Moscow Region vs Belgium Rugby 7s 4:00 p.m.

 

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.325338