საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა, დუბაის საერთაშორისო ტურნირ International Invitation Tournament-ზე ოც გუნდში XI-XII ადგილები დაიკავა.
პლეი ოფის მეოთხედფინალში დანიური “ვიკინგის” 31:12 დამარცხების შემდეგ, სინის (IX ადგილის) ნახევარფინალში კახა ალანიას შეგირდები კანადური “ლაიონჰართ სევენსს” დაუპირისპირდნენ, რომელიც ჯგუფურ ეტაპზე 24:15 ჰყავდათ დამარცხებული, მაგრამ ამჯერად ჩრდილოამერიკელებმა 34:7 მოიგეს და მე-9 ადგილის ფინალშიც ისინი ითამაშებენ.
მიუხედავად შედეგისა, ის ფაქტი, რომ დიდიწილად ახალგაზრდებით დაკომპლექტებულმა საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა ასეთი დონის საერთაშორისო ტურნირში მიიღო მონაწილეობა და ხუთი თამაში ჩაატარა, გუნდს მომავალში, ოფიციალურ შეჯიბრებში წაადგება.
დუბაიში საქართველოს შვიდკაცა ნაკრებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა: მურაზ გიორგაძე, დაჩი კოპაძე, შავლეგ მახარაშვილი, გიორგი აფციაური, დიმიტრი კალანდაძე, საბა შუბითიძე, გიორგი კალმახელიძე, რევაზ ჯინჭველაშვილი, ზურაბ ძნელაძე, გიორგი ფრუიძე, ბადრი დანგაძე, ბახვა კობახიძე.
მთავარი მწვრთნელი: კახა ალანია
მწვრთნელი: პავლე ჯიმშელაძე
მენეჯერი: ნოდარ ანდღულაძე
ექიმი: გიორგი სვანიძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია