ამბები

17:29 | 9.12.2013 | ნანახია 2458 - ჯერ

მხოლოდ “სტად ფრანსეში” ითამაშეს

 

ევროპის რანგით მეორე დონის “ემლინ ჩელენჯ ქაფის” მესამე ტურში ქართველმა ლეგიონერებმა მხოლოდ ერთი გუნდის შემადგენლობაში ითამაშეს.

მე-5 ჯგუფში პარიზული “სტად ფრანსე” ინგლისში “ლონდონ აირიშს” ეწვია და 13:24 დამარცხდა. დავით ქუბრიაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 55-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ზურაბ ჟვანია თამაშში ასევე 55-ე წუთიდან ჩაერთო. პარიზელებმა ტაიმი 3:14 რომ დათმეს, მეორე ნახევრის შუაში ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანეს, მაგრამ მერე ჯარიმა, ლელო და გარდასახვა გაუშვეს. “სტად ფრანსე” 9 ქულით ჯგუფში მეორე ადგილზეა და ლიდერ “ლონდონ აირიშს” 5 ქულით ჩამორჩება, მაგრამ 14 დეკემბერს მეტოქე თუ 7-ზე მეტი ქულით დაამარცხა და 4 ლელოც გაიტანა, დარჩენილი თამაშების გათვალისწინებით დაწინაურების შანსი ექნება.

ზაზა ნავროზაშვილის “ბორდო” უელსში “ნიუპორტს” ქართველი ლეგიონერის გარეშე ეწვია და 24:40 დამარცხდა. ბორდოელები მეორე ჯგუფში მესამე ადგილზე არიან და ძნელად სავარაუდოა პლეი ოფში გამსვლელ პირველ ადგილს შეწვდნენ.

მესამე ჯგუფში გოდერძი შველიძისა და კარლენ ასეიშვილის” ბრივი” რუმინეთში ოთარ ტურაშვილის “ბრივს” ეწვია და საძაბულ ბრძოლაში 18:13 იმარჯვა. ქართველ ლეგიონერებს მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ. რუმინელები 65-ე წუთისთვის 13:9 იგებდნენ, მაგრამ მერე სამი ჯარიმა მიიღეს და მხოლოდ ერთ პრემიალურ ქულას დასჯერდნენ. “ბრივს” 10 ქულა აქვს და “ნიუკასლთან” პირველ-მეორე ადგილს იყოფს, ხოლო “ბუქარესტი” 6 ქულით მესამე პოზიციაზეა. ერთ კვირაში ეს გუნდები ურთიერთობებს საფრანგეთში გაარკვევენ. 

 

ემლინ ჩელენჯ ქაფი. 2013-2014 წლები. ჯგუფური ეტაპი. III ტური

A ჯგუფი

ვორსტერი (ინგლისი) - ბიარიცი (საფრანგეთი) 15:19

ოინაქსი (საფრანგეთი) - სეილი (ინგლისი) 16:10

 

1 სეილ შარქსი    
3    2    0    1    72-41    10   
2 ბიარიცი    
3 2 0 1 55-54 9
3 ოინაქსი   
3 1 1 1 31-45 6
4 ვორსტერი  
3 0 1 2 39-57 3

 

მომდევნო ტური. 12-13 დეკემბერი

ბიარიცი - ვორსტერი, სეილი - უაიონი

 

B ჯგუფი

ნიუპორტი (უელსი) - ბორდო (საფრანგეთი) 40:24

მოლიანო (იტალია) - ბათი (ინგლისი) 8:55

 

1 ბათი              
3   
3   
0   
0   
96-24   
13   
2 ნიუპორტი  
3 2 0 1 100-58 10
3 ბორდო
3 1 0 2 62-75 5
4 მოლიანო   
3 0 0 3 36-137 0

 

მომდევნო ტური. 12-14 დეკემბერი

ბორდო - ნიუპორტი, ბათი - მოლიანო

 

 C  ჯგუფი

ბუქარესტი (რუმინეთი) - ბრივი (საფრანგეთი) 13:18

ნიუკასლი (ინგლისი) - კალვიზანო (იტალია) 37:15

 

1 ნიუკასლი 3    2    0    1    66-50    10   
2 ბრივი     
3 2 1 0 61-49 10
3 ბუქარესტი  
3 1 0 2 62-46 6
4 კალვიზანო 
3 0 1 2 50-94 2

 

მომდევნო ტური. 12-14 დეკემბერი

ბრივი - ბუქარესტი, კალვიზანო - ნიუკასლი

 

D ჯგუფი

ბაიონი (საფრანგეთი) - ვიადანა (იტალია) 63:7

გრენობლი (საფრანგეთი) - უოსპსი (ინგლისი) 7:47

 

1 უოსპსი   
3    3    0    0    163-34    14   
2 ბაიონი     
3 2 0 1 110-39 10
3 გრენობლი  
3 1 0 2 53-91 5
4 ვიადანა    
3 0 0 3 31-193 0

 

მომდევნო ტური. 14-15 დეკემბერი

ვიადანა - ბაიონი, უოსპსი - გრენობლი

 

E ჯგუფი

კავალიერ პრატო (იტალია) - ლუზიტანუში XV (პორტუგალია) 40:22

ლონდონ აირიში (ინგლისი) - სტად ფრანსე (საფრანგეთი) 24:13

 

1 ლონდონ აირიში  
3     3    0    0    151-30    14   
2 სტად ფრანსე             
3 2 0 1 91-43 9
3 კავალიერ პრატო  
3 1 0 2 67-99 6
4 ლუზიტანუში XV
3 0 0 3 31-168 0

 

მომდევნო ტური. 14 დეკემბერი

ლუზიტანუში XV - კავალიერ პრატო, სტად ფრანსე - ლონდონ აირიში


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.089814