ამბები

11:18 | 10.12.2013 | ნანახია 3946 - ჯერ

გორგოძის ლელო და ბრეგვაძის დაბრუნება

 

გასულ შაბათ-კვირას ევროპის წამყვან კლუბებს “ჰაინეკენის თასის” მატჩების დრო ჰქონდათ. მასში გატანილი ლელოთი და ორი სალელოვე პასით თავი “მონპელიეს” ფლანკერმა მამუკა გორგოძემ გამოიჩინა, მაგრამ მისი გუნდი მარცხს ვერ გადაურჩა. სასიხარულოა, რომ მოედანზე დაბრუნდა “ტულუზას” მორკინალი ჯაბა ბრეგვაძე, რომელმაც ტრავმა სეზონის სტარტზე მიიღო და პირვანდელი ინფორმაციით წელს თამაშს ვეღარ შეძლებდა.

პირველ ჯგუფში ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრმა” უელსურ “ოსპრეიზს” უმასპინძლა და ულელოვო მატჩში 15:9 იმარჯვა. ქართველი პირველხაზელი თამაშში 62-ე წუთიდან ჩაერთო. ამ დროს ანგარიში 12:6 იყო, მერე გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, დასკვნით წუთებში რეფერიმ ფრანგებს ორი მორაგბე გაუსინბინა და “კასტრს” “ოსპრეიზის” მიძალების შეჩერება 13 კაცის ამარა მოუხდა. მაგრამ ამ ამოცანას თავი კარგად გაართვა და ტრიბუნაზე შეკრებილმა 7 ათასმა მაყურებელმაც გაიხარა. 13 დეკემბერს კასტრელები “ოსპრეიზს” უკვე უელსში ეთამაშებიან და ჯგუფიდან გასვლის შანსის შესანარჩუნებლად გამარჯვება ესაჭიროებათ.

მეორე ჯგუფში კოტე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას “ტულონმა” “ექსეტერი” ინგლისში 14:9 დაამარცხა და ჯგუფის ლიდერია. ფრანგებმა ტაიმი 8:9 დათმეს, მაგრამ დასკვნით 15 წუთში ჯარიმა და არეკნი გაიტანეს. ქართველ ლეგიონერებს მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ, 14 დეკემბერს კი, “ტულონი” “ექსეტერს” შინ უმასპინძლებს.

მესამე ჯგუფში ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის “ტულუზა” ირლანდიურ “კონახტს” დაუხვდა, 14:16 დამარცხდა და მხოლოდ ერთ პრემიალურ ქულას დასჯერდა. ტრავმამოშუშებულმა ბრეგვაძემ დასკვნითი ექვსი წუთი ითამაშა. ტულუზელებმა ტაიმის ბოლოს გატანილი ლელო-გარდასახვით ზედ შესვენების წინ ერთქულიანი უპირატესობა მოიპოვეს (7:6), მაგრამ მეორე ტაიმის საწყის 7 წუთში 10 ქულა მიიღეს. ფრანგებმა მეორე ლელო 64-ე წუთზე გაიტანეს და გარდასახვის შემდეგ სხვაობა 2 ქულამდე დავიდა, მაგრამ ამის შემდეგ აღარაფერი შეცვლილა. მიუხედავად ამისა, “ტულუზა” 10 ქულით “სერასინსთან” პირველ-მეორე ადგილებს იყოფს და ახლა 14 დეკემბერს “კონახტის” დამარცხებას ირლანდიაში უნდა ეცადოს.

მეოთხე ჯგუფს დავით ზირაქაშვილის “კლერმონი” ლიდერობს. ფრანგებმა უელსური “სკარლეტსი” 32:11 დაამარცხეს, თანაც ბოლო წუთზე მეოთხე ლელოს გატანა შეძლეს და პრემიალური ქულაც ჩაიწერეს. ქართველი პირველხაზელი ტრავმირებულია. ამავე ჯგუფში დავით ხინჩაგიშვილის “რასინგ მეტრო” ინგლისურ “ჰარლექუინსთან” ვერაფერს გახდა და 8:32 დამარცხდა. ქართველმა პირველხაზელმა შეცვლაზე 47-ე წუთიდან ითამაშა, მაგრამ ამ დროს ინგლისელები უკვე 27:3 იგებდნენ და მატჩის ბედიც გადაწყვეტილი იყო. 14 და 15 დეკემბერს ფრანგულ კლუბებს უკვე გასვლაზე მოუწევთ თამაში.

მეხუთე ჯგუფიდან გასვლის შანსი თითქმის დაკარგა მამუკა გორგოძისა და მიხეილ ნარიაშვილის “მონპელიემ”. ფრანგები ინგლისში “ლესტერს” ეწვივნენ და მე-15 წუთისთვის 3:24 ჩამორჩნენ. ასეთი დებიუტის მიუხედავად, სტუმრებმა ბოლომდე იბრძოლეს, 28-ე წუთზე გორგოძემ, რომელმაც სრულად ითამაშა, გადაცემა მარჯვენა ფლანგზე, ცენტრალურ ხაზთან მიიღო, გარემარბივით ირბინა, მბოჭავიც ჩამოიცილა და ლელო ძელებსშუა გაიტანა.

ტაიმის 18:24 დასრულების შემდეგმ, მეორე ტაიმი “მონპელიემ” კვლავ ცუდად დაიწყო და 65-ე წუთზე 18:35 ჩამორჩა. ფრანგებმა კვლავ შეძლეს ორი ლელოს გატანა და სხვაობა 6 ქულამდე დაიყვანეს, მაგრამ დრო თითქმის რომ აღარ რჩებოდა მათ ბურთის აღებაც ვერ მოახერხეს და ინგლისელებმა არეკნით საბოლოო შედეგი დააფიქსირეს. სხვაობა 9 ქულა იყო, მაგრამ “მონპელიემ” 4 ლელოს გატანისთვის პრემიალური ქულა მაინც ჩაიწერა. გორგოძემ სრულად ითამაშა და ერთი თავად რომ გაიტანა, კიდევ ორში აქტიური მონაწილეობა მიიღო და ერთხელ ბოლოსწინა, ხოლო მეორედ ბოლო პასი გააკეთა. განაცხადში იყო და თამაშში 54-ე წუთიდან ჩაერთო ნარიაშვილი.

მეექვსე ჯგუფში გიორგი ჟღენტის “პერპინიანი” ირლანდიურმა “მანსტერმა” 36:8 დაამარცხა. ქართველი პირველხაზელი განაცხადში არ იყო. ტრავმირებულია და “გლოსტერის” წინააღმდეგ 12:23 წაგებულ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია შოტლანდიური “ედინბურგის” მესამეხაზელ დიმიტრი ბასილაიას.

 

2013/2014 წლების ჰაინეკენის თასი. ჯგუფური ეტაპი. III რაუნდი

I ჯგუფი

კასტრი (საფრანგეთი) - ოსპრეიზი (უელსი) 15:9

ნორთჰემპტონი (ინგლისი) - ლენსტერი (ირლანდია) 7:40

 

1 ლენსტერი 
3 3 0 0 78-23 13
2 კასტრი    
3 2 0 1 41-41 8
3 ნორთჰემპტონი    
3 1 0 2 47-75 5
4 ოსპრეიზი 
3 0 0 3 34-61 1

 

მომდევნო ტური. 13-14 დეკემბერი

ოსპრეიზი - კასტრი, ლენსტერი - ნორთჰემპტონი

 

II ჯგუფი

კარდიფი (უელსი) - გლაზგო (შოტლანდია) 29:20

ექსეტერი (ინგლისი) - ტულონი (საფრანგეთი) 9:14

 

1 ტულონი    
3 2 0 1 80-56 10
2 კარდიფი   
3 2 0 1 77-79 9
3 ექსეტერი
3 1 0 2 69-63 7
4 გლაზგო    
3 1 0 2 68-96 5

 

მომდევნო ტური. 13-14 დეკემბერი

გლაზგო - კარდიფი, ტულონი - ექსეტერი

 

III ჯგუფი

ძებრე (იტალია) - სერასინსი (ინგლისი) 10:39

ტულუზა (საფრანგეთი) - კონახტი (ირლანდია) 14:16

 

1 სერასინსი 
3 2 0 1 78-44 10
2 ტულუზა     
3 2 0 1 69-37 10
3 კონახტი    
3 2 0 1 66-43 9
4 ძებრე       
3 0 0 3 21-110 0

 

მომდევნო ტური. 14 დეკემბერი

სერასინსი - ძებრე, კონახტი - ტულუზა

 

IV ჯგუფი

კლერმონი (საფრანგეთი) - სკარლეტსი (უელსი) 32:11

რასინგ მეტრო (საფრანგეთი) - ჰარლექუინსი (ინგლისი) 8:32

 

1 კლერმონი  
3 2 0 1 64-40 10
2 ჰარლექუინსი    
3 1 0 2 74-64 7
3 სკარლეტსი 
3 1 1 1 70-84 6
4 რასინგ მეტრო  
3 1 1 1 47-67 6

 

მომდევნო ტური. 14-15 დეკემბერი

სკარლეტსი - კლერმონი, ჰარლექუინსი - რასინგ მეტრო

 

V ჯგუფი

ოლსტერი (ირლანდია) - ბენეტონი (იტალია) 48:0

ლესტერი (ინგლისი) - მონპელიე (საფრანგეთი) 41:32

 

1 ოლსტერი  
3 3 0 0 95-24 13
2 ლესტერი    
3 2 0 1 91-57 11
3 მონპელიე 
3 1 0 2 67-76 5
4 ბენეტონი 3 0 0 3 13-109 0

 

მომდევნო ტური. 14-15 დეკემბერი

ბენეტონი - ოლსტერი, მონპელიე - ლესტერი

 

VI ჯგუფი

მანსტერი (ირლანდია) - პერპინიანი (საფრანგეთი) 36:8

ედინბურგი (შოტლანდია) - გლოსტერი (ინგლისი) 12:23

 

1 მანსტერი  
3 2 0 1 85-47 10
2 გლოსტერი 
3 2 0 1 60-60 8
3 პერპინიანი
3 1 0 2 61-77 6
4 ედინბურგი  
3 1 0 2 55-77 4

 

მომდევნო ტური. 14-15 დეკემბერი

პერპინიანი - მანსტერი, გლოსტერი - ედინბურგი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.097683