ამბები

22:19 | 15.12.2013 | ნანახია 2390 - ჯერ

“ჩელენჯ ქაფის” მეოთხე ტური უქართველებოდ

ევროპის რანგით მეორე დონის “ემლინ ჩელენჯ ქაფის” მეოთხე ტურმა ქართველი ლეგიონერების გარეშე ჩაიარა. ამ ტურნირს წამყვანი სარაგბო ქვეყნების გუნდები არაპრესტიჟულად მიიჩნევენ, გუნდის ძირითად ბირთვს დასვენების საშუალებას აძლევენ, მაგრამ ყველა შემთხვევა ჩვენებურთა დასვენებას არ უკავშირდება.

ახალგაზრდა პირველხაზელი ზაზა ნავროზაშვილი “ბორდოს” ძირითადი გუნდის წევრი არაა და პირველ გუნში მხოლოდ ერთხელ, “ჩელენჯ ქაფზე” ოქტომბერში იტალიური “მოლიანოს” წინააღმდეგ ითამაშა, მაგრამ მას შემდეგ განაცხადში აღარ ყოფილა. განვლილ ტურში “ბორდომ” უელსური “ნიუპორტი” ქართველის გარეშე 32:13 დაამარცხა, მაგრამ დარჩენილი ორი მატჩი რომც მოიგოს, პლეი ოფში მაინც ვერ გავა, რადგან 9 ქულით მხოლოდ მე-3 ადგილზეა, ლიდერ “ბათს” კი, უკვე 18 ქულა აქვს.

მესამე ჯგუფიდან გასვლის შანსს ინარჩუნებს გოდერძი შველიძისა და კარლენ ასეიშვილის “ბრივი”, რომელიც 14 ქულით ინგლისურ “ნიუკასლთან” პირველ-მეორე ადგილებს იყოფს. “ბრივმა” რუმული პასპორტის მქომე ოთარ ტურაშვილის “ბუქარესტს” უმასპინძლა და 20:9 იმარჯვა. შველიძე ტრავმის შემდეგ მოედანს თოპ 14-ის მატჩში დაუბრუნდა, მაგრამ მალევე ისევ დაშავდა. მწვრთნელებმა დასვენების საშუალება მისცეს ასეიშვილსაც. რუმინული კლუბის განაცხადში არ იყო ტურაშვილიც. ფრანგებმა პრემიალური ქულა ვერ აიღეს და ერთპიროვნული ლიდერობის შანსი დაკარგეს, პლეი ოფის საგუზრს კი, 11 იანვარს ინგლისში უშუალო კონკურენტ “ნიუკასლთან” გაითამაშებენ.

მეხუთე ჯგუფში დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსემ” ერთი კვირის წინ განცდილი მარცხისთვის ინგლისურ “ლონდონ აირიშთან” პარიზში რევანში აიღო. ამჯერად ქართველი ლეგიონერები განაცხადში არ იყვნენ, მათმა თანაგუნდელებმა კი, ლონდონელებს ოთხი ლელოც გაუტანეს და პრემიალური ქულა ჩაიწერეს, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია. ახლა პარიზელებს ინგლისელთა მსგავსად 14 ქულა აქვთ და მათ მხოლოდ გატანილ-გაშვებული ქულების სხვაობით ჩამორჩებიან. დარჩენილ ორ ტურში “სტად ფრანსემ” იტალიურ “კავალიერს” და პორტუგალიურ “ლუზიტანუშს” დიდი სხვაობებით თუ მოუგო და “ლონდონ აირიშთან” 37-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა, ამ ტურნირის წინა გათამაშების ფინალისტს თასისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი მიეცემა.

 

ემლინ ჩელენჯ ქაფი. 2013-2014 წლები. ჯგუფური ეტაპი. IV ტური

A ჯგუფი

ბიარიცი (საფრანგეთი) - ვორსტერი (ინგლისი) 33:25

სეილი (ინგლისი) - ოინაქსი (საფრანგეთი) 53:14

 

1       სეილ შარქსი        4         3         0        1         125-55        15
2 ბიარიცი 4 3 0 1 88-79 14
3 ოინაქსი 4 1 1 2 45-98 6
4 ვორსტერი 4 0 1 3 64-90 3

 

მომდევნო ტური. 11 იანვარი

ოინაქსი - ბიარიცი, სეილი - ვორსტერი

 

B ჯგუფი

ბორდო (საფრანგეთი) - ნიუპორტი (უელსი) 32:13

ბათი (ინგლისი) - მოლიანო (იტალია) 63:0

 

1       ბათი                      4         4         0        0          159-24       18
2 ნიუპორტი 4 2 0 2 113-90 10
3 ბორდო 4 2 0 2 94-88 9
4 მოლიანო 4 0 0 4 36-200 0

 

მომდევნო ტური. 11 იანვარი

ნიუპორტი - ბათი, ბორდო - მოლიანო

 

 C ჯგუფი

ბრივი (საფრანგეთი) - ბუქარესტი (რუმინეთი) 20:9

კალვიზანო (იტალია) - ნიუკასლი (ინგლისი) 10:25

 

1       ნიუკასლი               4        3       0      1       91-60        14
2 ბრივი 4 3 1 0 81-58 14
3 ბუქარესტი 4 1 0 3 71-66 6
4 კალვიზანო 4 0 1 3 60-119 2

 

მომდევნო ტური. 11 იანვარი

ნიუკასლი - ბრივი, კალვიზანო - ბუქარესტი

 

D ჯგუფი

ვიადანა (იტალია) - ბაიონი (საფრანგეთი) 19:80

უოსპსი (ინგლისი) - გრენობლი (საფრანგეთი) 32:12

 

1       უოსპი                      4         4      0       0        195-46       18
2 ბაიონი 4 3 0 1 190-58 15
3 გრენობილი 4 1 0 3 65-123 5
4 ვიადანა 4 0 0 4 50-273 0

 

მომდევნო ტური. 11 იანვარი

ბაიონი - უოსპსი, ვიადანა - გრენობლი

 

E ჯგუფი

ლუზიტანუში XV (პორტუგალია) - კავალიერ პრატო (იტალია) 19:30

სტად ფრანსე (საფრანგეთი) - ლონდონ აირიში (ინგლისი) 32:14

 

1       ლონდონ აირიში              4        3       0     1        165-62        14
2 სტად ფრანსე 4 3 0 1 123-57 14
3 კავალიერ პრატო 4 2 0 2 97-118 11
4 ლუზიტანუში XV
4 0 0 4 50-198 0

 

მომდევნო ტური. 11 იანვარი

სტად ფრანსე - კავალიერ პრატო, ლონდონ აირიში - სუზიტანუში XV


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.104654