ამბები

18:43 | 12.01.2014 | ნანახია 3483 - ჯერ

ნავროზაშვილმა პირველ გუნდში მეორედ ითამაშა

 

ახალგაზრდა ქართველმა პირველხაზელმა ზაზა ნავროზაშვილმა “ბორდოს” პირველი გუნდის მაისურით მეორედ ითამაშა. ევროპის რანგით მეორე “ამლინ ჩელენჯ ქაფის” ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა ტურში ბორდოელებმა იტალიური “მოლიანო” 64:7 გაანადგურეს, მაგრამ პლეი ოფში გასვლის შანსი აღარ აქვთ.

21 წლის ნავროზაშვილმა პირველი გუნდის შემადგენლობაში პირველად ასევე “ჩელენჯ ქაფზე”, იმავე “მოლიანოს” წინააღმდეგ ითამაშა. მაშინ ის სასტარტო შემადგენლობაში იყო, ახლა მწვრთნელმა განაცხადში შეიყვანა და შეცვლაზე 49-ე წუთზე შეუშვა, როდესაც ანგარიში 40:0 იყო. მიუხედავად იმისა, რომ “ბორდომ” პრემიალური ქულაც ჩაიწერა, ის ლიდერ “ბათს” მთელი 9 ქულით ჩამორჩება და მეორე ადგილზე წინ ვერ წავა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისთვის წლევანდელი ევროთასი ერთი კვირის შემდეგ დასრულდება.

სამაგიეროდ პლეი ოფში გასვლა ინგლისში “ნიუკასლის” 9:7 დამარცხებით თითქმის დაიბევა კარლენ ასეიშვილისა და გოდერძი შველიძის “ბრივმა”, რომელიც დასკვნით ტურში იტალიურ “კალვიზანოს” მასპინძლობს და მოგების შემხვევაში მიუწვდომელი იქნება. უკვე ვწერდით, რომ “ბრივის” შემადგენლობაში 63-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა შველიძემ, ხოლო ასეიშვილი ისვენებდა. აღსანიშნავია, რომ ამავე ჯგუფში “კალვიზანოსთან” მეორე გამარჯვება მოიპოვა, ამჯერად სტუმრად მოიპოვა “ბუქარესტმა”. რუმინელთა განაცხადში არ იყო ამ ქვეყნის პასპორტის მქონე, თბილისის “ლოკომოტივის” აღზრდილი ოთარ ტურაშვილი.

დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსემ” იტალიური “კავალიერ პრატო” 31:3 დაამარცხა, პრემიალური ქულაც ჩაიწერა და პლეი ოფში გასვლის შანსს ინარჩუნებს, თუმცა, ეს შანსი მიზერულია. ქართველ ლეგიონერთაგან განაცხადში მხოლოდ ჟვანია იყო და მან შეცვლაზე 48-ე წუთიდან ითამაშა. გარდა პრემიალური ქულით მოგებისა, ფრანგებისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს თამაში რაც შეიძლება დიდი სხვაობით მოეგოთ, რადგან “ლონდონ აირიშს”, რომელიც პორტუგალიურ “ლუზიტანუშს” მოგვიანებით ეთამაშებოდა, მათზე ბევრად უკეთესი ქულათა სხვაობა ჰქონდა.

პარიზელებმა პრემიალური ქულა აიღეს და ისიც იმიტომ, რომ მესამე ლელო 71-ე, ხოლო მეოთხე 77-ე წუთზე გაიტანეს, მაგრამ ძნელად სავარაუდოა ეს პლეი ოფში გასასვლელად საკმარისი აღმოჩნდეს. ინგლისელებმა პორტუგალიელები კიდევ უფრო დიდი სხვაობით - 79:3 გაანადგურეს და სატურნირო ცხრილს გატანილ-გაშვებული ქულათა უკეთესი სხვაობით ლიდერობენ. პლეი ოფში გასასვლელად “სტად ფრანსეს” ახლა მხოლოდ იმისი იმედი თუ ექნება, რომ პორტუგალიაში პრემიალური ქულით გამარჯვების შემდეგ, “ლონდონ აირიში” იტალიაში ოთხ ლელოს ვერ გაიტანს და პრემიალური ქულის გარეშე დარჩება, თორემ ამ მომენტისთვის ინგლისელებთან 85-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა, ფანტასტიკის სფეროს ემსგავსება.

ჩვენი ლეგიონერების თამაშს დროებით თავი რომ გავანებოთ, რუმინეთის ნაკრების კანდიდატებმა “ბუქარესტის” და პორტუგალიის ნაკრებისა “ლუზიტანუშის” შემადგენლობაში თამაშით, მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცდილება შეიძინეს, სულ მალე კი, საქართველოს ნაკრებს ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდებთან ერთა თასისა და 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის მნიშვნელოვანი შეხვედრები ელის.  

 

ემლინ ჩელენჯ ქაფი. 2013-2014 წლები. ჯგუფური ეტაპი. V ტური

A ჯგუფი

სეილი (ინგლისი) - ვორსტერი (ინგლისი) 21:3

ოინაქსი (საფრანგეთი) - ბიარიცი (საფრანგეთი) 28:24

 

1     სეილ შარქსი         5        4      0     1       146-58          19
2 ბიარიცი 5 3 0 2 112-107 15
3 იონაქსი 5 2 1 2 73-122 11
4 ვორსტერი 5 0 1 4 67-111 3

 

მომდევნო ტური. 18 იანვარი

ვორსტერი - ოინაქსი

ბიარიცი - სეილი

 

B ჯგუფი

ბორდო (საფრანგეთი) - მოლიანო (იტალია) 64:7

ნიუპორტი (უელსი) - ბათი (ინგლისი) 13:30

 

1          ბათი                       5        5       0        0         189-37           23
2 ბორდო 5 3 0 2 158-95 14
3 ნიუპორტი 5 2 0 3 126-120 10
4 მოლიანო 5 0 0 5 43-264 0

 

მომდევნო ტური. 16 იანვარი

ბათი - ბორდო

მოლიანო - ნიუპორტი

 

C ჯგუფი

ნიუკასლი (ინგლისი) - ბრივი (საფრანგეთი) 7:9

კალვიზანო (იტალია) - ბუქარესტი (რუმინეთი) 11:23

 

1         ბრივი                        5        4        1       0        90-65           18
2 ნიუკასლი 5 3 0 2 98-69 15
3 ბუქარესტი 5 2 0 3 94-77 10
4 კალვიზანო 5 0 1 4 71-142 2

 

მომდევნო ტური. 16 იანვარი

ბრივი - კალვიზანო

ნიუკასლი - ბუქარესტი

 

D ჯგუფი

ბაიონი (საფრანგეთი) - უოსპსი (ინგლისი) 13:26

ვიადანა (იტალია) - გრენობლი (გრენობლი) 19:19

 

1        უოსპსი                    5         5       0        0       221-59        22
2 ბაიონი 5 3 0 2 203-84 15
3 გრენობილი 5 1 1 3 84-142 7
4 ვიადანა 5 0 1 4 69-292 2

 

მომდევნო ტური. 19 იანვარი

გრენობლი - ბაიონი

უოსპსი - ვიადანა

 

E ჯგუფი

სტად ფრანსე (საფრანგეთი) - კავალიერ პრატო (იტალია) 31:3

ლონდონ აირიში (ინგლისი) - ლუზიტანუში XV (პორტუგალია) 79:3

 

1          ლონდონ აირიში          5        4        0          1        244-65            19
2 სტად ფრანსე 5 4 0 1 154-60 19
3 კავალიერ პრატო 5 2 0 3 100-149 11
4 ლუზიტანუში XV 5 0 0 5 53-277 0

 

მომდევნო ტური. 16-18 იანვარი

ლუზიტანუში - სტად ფრანსე

კავალიერი - ლონდონ აირიში


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.087148