ჭაბუკთა "ბ"

13:21 | 17.02.2016 | ნანახია 2209 - ჯერ

ჭაბუკთა „ბ“ ლიგა 8 გუნდით გაიზარდა

2016 წლის ჭაბუკთა „ბ“ ლიგის (2000/2001 წლიანები) გათამაშებაში მონაწილე გუნდების რაოდენობა 33-იდან 41-მდე გაიზარდა.

საქართველოს რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტმა ოფიციალურად გამოქვეყნა იმ გუნდების სია, რომლებიც 2016 წლის ჭაბუკთა „ბ“ ლიგის საქართველოს ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას და პირველ ეტაპზე, რეგიონალური პრინციპით ოთხ-ოთხ ჯგუფში გადაანაწილა (ჯამში 8 ჯგუფი).

აღმოსავლეთ დივიზიონში 22 გუნდი ითამაშებს (შარშან 19-მა ითამაშმა) და ორ ჯგუფში 5-5-, ხოლო ორში 6-6 გუნდი მოხვდა: „ა“ ჯგუფში „ხულიგანა“, „ლოკომოტივი“, „წიქარა“, გორის „ლომები“ და „თბილისი“ მოხვდნენ; „ბ“ ჯგუფში „ლელო 1“, „არმია“, „ყოჩები“, თელავის „კახელები“ და „ხვამლი“ ითამაშებენ, „გ“ ჯგუფში „არმაზი“, რუსთავის „ხარები“, „ლელო 2“, სტეფანწმინდის „ზვავი“, პატარძეულის „ვეფხვები“ და ბოლნისის „ყოჩები“ გადანაწილდნენ, ხოლო „დ“ ჯგუფი კიკეთის „იუნკერები-ჩოხოსნებმა“, „აკადემიამ“, „ჯიქმა“, „თიბისიმ“, „ივერიამ“ და „ბარბაროსები ყოჩებმა“ დააკომპლექტეს.

დასავლეთ დივიზიონში გუნდების რაოდენობა 14-იდან 19-მდე გაიზარდა და აქ სამი 5-გუნდა და ერთიც 4-გუნდა ჯგუფია: „ე“ ჯგუფში ქუთაისის „აია1“ და „აია 3“, ჭიათურის „იმერეთი“, ბორჯომის „თორი“ და „ტყიბული“ გაერთიანდნენ, „ვ“ ჯგუფში ქუთაისის „ბაგრატი“, ფოთის „კოლხი რაინდები 1“ და „კოლხი რაინდები 2“, ვანის „არგო“ და ჩოხატაურის „ღონე“ მოხვდნენ, „ზ“ ჯგუფში ქუთაისის „აია 2“-თან და „აია 4“-თან „ბათუმი“, წყალტუბოს „დინოზავრები“ და თერჯოლის „საპოვნელა“ ითამაშებენ, ხოლო „თ“ ჯგუფი ქობულეთის „პონტომ“, ხაშურის „ლეგიონმა“, ქუთაისის „აია 5“-მა და სურამის „მგლებმა“ დააკომპლექტებს.

პირველ ეტაპზე, რომელიც მარტში უნდა დაიწყოს, გუნდები ერთ წრედ ითამაშებენ და ჯგუფების ორ-ორი საუკეთესო მეორე ეტაპზე გავლენ, სადაც კვლავ რეგიონალური პრინციპით 8-8 გუნდიან ჯგუფებს შეადგენენ, ხოლო დანარჩენები სანუგეშო ტურნირში ჩაებმებიან. მესამე ეტაპზე დასავლეთის და აღმოსავლეთის 4-4 საუკეთესო გუნდი უკვე შერეული პრინიციპით, ორ 4-4 გუნდა ჯგუფს შეადგენს, რისი დასრულების შემდეგაც ფინალისტები გამოვლინდებიან.

შარშან „ბ“ ლიგის ფინალში ქუთაისური დერბი გაიმართა, ძირითადი დროს ფრედ 12:12 დასრულდა, გამარჯვებული კი, „აია 1“ გახდა. მესამე ადგილისთვის მატჩში „ხულიგანამ“ „ლელო 1“-ს 23:16 მოუგო.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
02:03 | 18.02.2016
lukaferrari (24)

გასახარი ამბავია

0.07396