ამბები

14:34 | 16.02.2014 | ნანახია 3035 - ჯერ

ძმები ცნობილაძეები საქართველოს წინააღმდეგ არც ამჯერად ითამაშებენ

რუსეთის რაგბის კავშირის პრესსამსახურის ცნობით, უელსელმა მთავარმა მწვრთნელმა კინგსლი ჯონსმა იმ 26 მორაგბის ვინაობა დაასახელა, რომლებიც ევროპის ერთა თასისა და 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის ეგიდით საქართველოს წინააღმდეგ სათამაშოდ მოემზადებიან.

ქუთაისელმა ძმებმა, რუსეთის ჩემპიონ კრასნოიარსკის “კრასნი იარის” მორაგბეებმა გრიგორი და ვალერი ცნობილაძეებმა, ისევე, როგორც შარშან, საქართველოს წინააღმდეგ თამაში იუარეს. რუსული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ჯერჯერობით უცნობია თუ რა სანქციებს გამოიყენებენ მათ წინააღმდეგ.

საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების შეხვედრა 22 თებერვალს თბილისში, “დინამო არენაზე” გაიმართება და 17 საათზე დაიწყება. “ბორჯღალოსნები” გამარჯვების შემთხვევაში შესარჩევი ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ზედიზედ მეოთხე მსოფლიო თასის საგზურს დაიბევებენ.

 

რუსეთის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ასე გამოიყურება:

ვასილი არტიომოვი, იგორ გალინოვსკი, ვიქტორ გრესევი, ალექსეი მაკოვეცკი, ანდრეი ოტროკოვი, ვლადიმირ რუდენკო, ანტონ რიაბოვი, ალექსანდრ ხუდიაკოვი (ყველა “კრასნი იარი”), პაველ ბუტენკო, დმიტრი გერასიმოვი, ინოკენტი ზიკოვი, სტანისლავ სელსკი, ანდრეი ტემნოვი (ყველა “ენისეი-სტმ”), ალექსანდრ ვოიტოვი, ალექსეი ვოლკოვი, მაგომედ დავუდოვი, ვლადისლავ კორშუნოვი, ალექსანდრ იანუშკინი, სერგეი იანუშკინი (“ყველა “ვვა-პოდმოსკოვიე”), კირილ კულემინი, ანდრეი ოსტრიკოვი (ორივე “სეილ შარქსი”, ინგლისი), ანდრეი იგრეცოვი, სერგეი სეკისოვი (ორივე “სლავა”), პაველ კვერნაძე (“ფილი”), იური კუშნარიოვი (“ყუბანი”), სერგეი სეკისოვი (“სტრელა”).

 

2014 წლის ევროპის ერთა თასი. 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი

მეორე წრე. მესამე ტური

22 თებერვალი

საქართველო - რუსეთი

რუმინეთი - ესპანეთი

ბელგია - პორტუგალია

 

1      საქართველო                                                     7           6           1           0           204-70           28          
2 რუმინეთი 7 6 1 0 172-68 28
3 რუსეთი 7 4 0 3 141-175 18
4 ესპანეთი 7 1 2 4 108-163 10
5 პორტუგალია 7 1 1 5 84-154 7
6 ბელგია 7 0 1 6 98-177 6

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.10664