6 ერი

18:54 | 15.02.2016 | ნანახია 1974 - ჯერ

ჟაკ ბრუნელი უკმაყოფილოა

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჟაკ ბრუნელმა, საკუთარ მოედანზე ინგლისთან დამარცხების შემდეგ უკმაყოფილება გამოთქვა და დასძინა, რომ მარცხი ძნელად გადაიტანა.

რომის „ოლიმპიურზე“ გამართული შეხვედრის პირველი ტაიმი „აძურამ“ 2 ქულით დათმო - 9:11, მაგრამ მერე ჯოზეფმა და კომპანიამ აიწყვიტეს, დასკვნით 30 წუთში მასპინძლებს ოთხი ლელო უსახსოვრეს და 40:9 გაანადგურეს.

ჟაკ ბრუნელი: „ჯოზეფის პირველი ლელოს დადებისთანავე ჩემმა გუნდმა დამაჯერებლობა დაკარგა და ეს ძალიან ძვირად დაგვიჯდა. პარიზში, საფრანგეთის წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდგომ, ინგლისთან ასეთი სხვაობით მარცხს ნამდვილად არ ველოდებოდი. მეტოქე ძალიან თავისუფლად თამაშობდა, ჩვენ კი დიდი წნეხის ქვეშ ვიყავით, მით უმეტეს, რომ ჩვენს ნაკრებში 4-მა მორაგბემ ტრავმა მიიღო. მართალია, შედეგით უკმაყოფილო ვარ, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი ნაკრები ახალგაზრდა მორაგბეებითაა დაკომპლექტებული და ყველაფერი წინ გვაქვს. ბევრს ვიმუშავებთ და გულშემატკივრები პროგრესს აუცილებლად შეამჩნევენ“.

ინგლისს საფრანგეთის მსგავსად ორიდან ორი მოგება აქვს და მას გატანილ-გაშვებული ქულებით სჯობნის. იტალია, როგორც ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ედი ჯონსმა მატჩამდე იწინასწარმეტყველა, 2016 წლის ,,ხის კოვზის’’ პრეტენდენტთა შორისაა. „აძურა“ მომდევნო მატჩს 27 თებერვალს, საკუთარ მოედანზე შოტლანდიის წინააღმდეგ გამართავს, რომელმაც ასევე ორივე შეხვედრა წააგო - ინგლისთან 9:15 და უელსთან 23:27.

ელენე ლომსაძე


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:15 | 16.02.2016
qomagi (248)

სულ ახალგაზრდა და პერსპექტიული მორაგბეები ყავს იტალიას 2000 წლიდან და ამიტომ უჭირავთ სულ ხის კოვზი. 16 წელია ერთ ადგილს ტკეპნიან და ჩვენ შანსსაც არ გვაძლევენ

0.084079