საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 2020 წელი და რაგბის ევროპას გათამაშება ჩინებულად დაიწყო. „ბორჯღალოსნებმა“ თბილისში რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლეს და დამაჯერებლად 41:13 დაამარცხეს.
საქართველოს რაგბის კავშირი მზადაა რუსეთთან მატჩი „დინამო არენაზე“ არ ჩაატაროს. მოგეხსენებათ, ეს მატჩი 14 მარტს უნდა გაიმართოს, ხოლო 26 მარტს იმავე სტადიონზე საქართველო - ბელარუსის თამაში შედგება.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს სვის დე ბრუინი გაწვრთნის. „პირველი არხის“ ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში გოჩა სვანიძე გაიმარჯვებს, „ბორჯღალოსნებს“ სამხრეთ აფრიკელი ...
ქართველი მორაგბე შალვა სუთიაშვილი „ანგულემში“ რჩება. როგორც ფრანგული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ქართველ მოთამაშესთან კონტრაქტი გახანგრძლივდა და კლუბში 2021-2022 წლების სეზონის ბოლომდე დარჩება.
საქართველოს ნაკრების მორაგბე ოთარ გიორგაძე ფრანგულ „ბრივში“ რჩება და გუნდთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. როგორც ტოპ 14-ის ბინადარი კლუბის ვებგვერდი იტყობინება, გიორგაძემ ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდე ...
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 18 ივლისს მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკას ეწვევა და ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია ცოტა ხნის წინ „ბოკეს“ ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
სამხრეთ აფრიკა რაგბის მსოფლიო თასის გამარჯვებულია. რესი ერასმუსის გუნდმა ფინალში ინგლისის ნაკრები დაამარცხა და ისტორიაში მესამედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი.