ფეხბურთი

18:09 | 22.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ხუციძის გუნდი მე-3 რაუნდში ითამაშებს

ამერიკის თასის ღია გათამაშებაში მე-2 რაუნდის მატჩები ჩატარდა და ისევე, როგორც საწყის სტადიაზე, ამჯერადაც დიდი ანგარიშით - 4:1 მოიგო დეიტონის „დატჩ ლაიონსმა“, სადაც, როგორც მოგეხსენებათ, „გაგრას“ ყოფილი კაპიტანი ირაკლი ხუციძე თამაშობს.

„ჰოლანდიელი ლომები“ საკუთარ „ბივერკრიკზე“ „დირბორნ სტარსს“ დაუპირისპირდნენ. თამაში მეტად დრამატული გამოდგა. თავიდან სტუმრები დაწინაურდნენ, თუმც დეიტონელებმა შესვენებამდე გააყაიმეს. მე-2 ნახევრის 57-ე წუთიდან დირბორნელებს რიცხობრივ უმცირესობაში მოუხდათ თამაში. მიუხედავად ამისა, მათ ძირითადი დროის დასრულებამდე შეძლეს ანგარიშის შენარჩუნება. რაც შეეხება დამატებით დროს, აქ უკვე მასპინძლებმა მეტოქეს 3 უპასუხო ბურთი გაუტანეს და საბოლოოდ, როგორც ვთქვით, 4:1 მოიგეს, რაშიც, ცხადია, იმ ფაქტორმაც იმოქმედა, რომ არბიტრმა სტუმრებს კიდევ 2 მოთამაშე გაუძევა მინდვრიდან.

ასე იყო თუ ისე, „დატჩ ლაიონსმა“ ქვეყნის თასის ღია გათამაშების მე-3 რაუნდში გამოსვლის უფლება მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე ამერიკული ფეხბურთის ყველაზე მაღალი ეშელონის - MLშ-ის ბინადარი „კოლამბუს ქრუ“ იქნება.

 

 

0.151562