ფეხბურთი

19:06 | 24.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ხიზანიშვილს თვალი “რედინგმა”, “ნორვიჩმა” და “ლიდსმა” დაადგეს

 

ინგლისური Sky Sports-ის ცნობით, თურქული “ქაისერისპორის” ქართველ ცენტრალურ მცველს, ზურაბ ხიზანიშვილს ინგლისურ ფეხბურთში დაბრუნების შანსი გაუჩნდა. მისი დამატებით ერთდროულად 3 ინგლისური გუნდია დაინტერესებული. ესენი არიან “ნორვიჩი”, “რედინგი” და “ლიდს იუნაიტედი”.

ხიზანიშვილსა და “ქაისერისპორს” შორის არსებულ ხელშეკრულებას ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს გასდის. ასე რომ, მის მსურველ გუნდს, ფეხბურთელის ხელში უფასოდ ჩაგდება შეეძლება.

ხიზანიშვილს კავშირი ინგლისელი ჟურნალისტების მიერ დასახელებულ სამივე გუნდთან აქვს. “ნორვიჩის” ამჟამინდელი დამრიგებელი კრის ჰიუტონი ზურას მცირე ხნის განმავლობაში წვრთნიდა, როდესაც ქართველი ფეხბურთელი “ნიუკასლში” თამაშობდა. 2010-11 წლებში, ხიზანიშვილი “რედინგში” არენდის წესით თამაშობდა. იმ დროს, გუნდს ბრაიან მაკდემორტი წვრთნიდა, რომელსაც, ამჟამად, “ლიდს იუნაიტედი” აქვს ჩაბარებული.

0.150014