სხვა

19:01 | 25.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

საქმე, რომელიც მიზანს ამართლებს

სპორტული და მხატვრული ტანვარჯიში, აკრობატიკა - ასეთი გახლდათ ამ დღეებში ქუთაისის ტანვარჯიშის სასპორტო სკოლაში გამართული სანახაობის,  ე.წ  მინი ფესტივალის პროგრამა, რომელიც 2015 წელს თბილისში გასამართ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს მიეძღვნა.

სეოკ-ის იმერეთის რეგიონული ორგანიზაცია  და ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება  რეგიონის მასშტაბით  სისტემატურად ატარებენ ერთობლივ ღონისძიებებს  სხვადასხვა სახეობებში  პერსპექტიული სპორტსმენების გამოსავლენად  და საქმე მიზანსაც ამართლებს. 2015 წლისათვის საქართველოს ნაკრები გუნდების კანდიდატთა სიებში  იმერეთში მოქმედი სპორტული სკოლების არაერთი აღსაზრდელია დასახელებული.

მინი ფესტივალების გამართვა მართლაც კარგ ტრადიციად იქცა და ამ მიმართულებით მუშაობა  შემოდგომაზე გაგრძელდება.

 

0.164595