ფეხბურთი

17:22 | 10.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

პალასიო “ინტერის” დატოვებას არ აპირებს

 

მილანის “ინტერის” არგენტინელი თავდამსხმელი როდრიგო პალასიო საკუთარ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს.

32 წლის ფეხბურთელს მილანელებთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2015 წლის ზაფხულში ეწურება. ასეთ ფონზე პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ის გუნდს გამოიცვლიდა, თუმცა, თავად თავდამსხმელმა Sky Italia-სთან ეს ინფორმაცია უარყო.

“მოცემულ მომენტში “ინტერთან” კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებას ვაწარმოებ. ვფიქრობ, ახალ შეთანხმებას ხელს უახლოეს ათ დღეში მოვაწერ” - განაცხადა პალასიომ, რომელმაც სერია A-ს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 27 მატჩში 12 გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

0.150591