ფეხბურთი

20:06 | 11.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

პალასიო და “ინტერი” ახალ კონტრაქტზე თათბირობენ

მილანის “ინტერის” არგენტინელი თავდამსხმელი როდრიგო პალასიო აცხადებს, რომ ის იტალიურ კლუბთან, ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით, მოლაპარაკებებს აწარმოებს.

“ჩემი აგენტი მოლაპარაკებებს აწარმოებს. უახლოეს რამდენიმე კვირაში ყველაფერი გაირკვევა. საკუთარი თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ “ინტერმა” მოიგოს.

თამაშის მიმდინარეობისას უპირატესობას ხშირად ვთმობთ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მოგებებს დავიწყებთ.” – ციტირებს პალასიოს სიტყვებს Football Italia.

როდრიგო პალასიო “ინტერში” 2012 წლის ზაფხულში გადავიდა. 31 წლის ფეხბურთელმა, მილანურ გუნდში, 54-ჯერ ითამაშა და 31 გოლი გაიტანა. არგენტინელ თავდამსხმელს კლუბთან კონტრაქტი 2015 წლამდე აკავშირებს.

0.119356