სხვა

21:07 | 20.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

მინი ფესტივალი ოლიმპიურის სამსახურში

სეოკ-ის იმერეთის რეგიონული ორგანიზაცია (თავმჯდომარე რევაზ რობაქიძე), ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებასთან (დირექტორი დავით აბულაძე) ერთად აგრძელებს 2015 წელს თბილისში გასამართი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს.

დღეს, ქუთაისის 25-ე საჯარო სკოლის სპორტდარბაზში ერთმანეთს 1999-2000 წლებში დაბადებულ ფრენბურთელ გოგონათა გუნდები ეჯიბრებოდნენ. ადგილობრივი სპორტსმენების გარდა, ე.წ მინი ფესტივალში საჩხერის, სამტრედიის და სოფელ დიდი ჯიხაიშის წარმომადგენლებმა იასპარეზეს. აღსანიშნავია, რომ იმერეთის რეგიონიდან 4 გოგონა უკვე დასახელებულია საქართველოს ნაკრების კანდიდატად, მაგრამ პერსპექტიული ფრენბურთელების შერჩევა კვლავაც გაგრძელდება.

ფესტივალის ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატები და სამახსოვრო მედლები გადაეცა, გამორჩეული ფრენბურთელები კი, ლევან ლექვინაძის სტუდიაში სპეციალური დაკვეთით დამზადებული  კეპებით დასაჩუქრდნენ.

უახლოეს დღეებში, ორგანიზატორებს სპორტულ ტანმოვარჯიშეთა მინი  ფესტივალის გამართვა აქვთ დაგეგმილი.

0.11879