კალათბურთი

23:44 | 2.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლიტველთა პირველი მარცხი

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ლიტვის საკალათბურთო ნაკრებმა პირველი მარცხი განიცადა. იონას კაზლაუსკასის შეგირდები ავსტრალიას პირველი ტაიმის თავზე 19 ქულით ჩამორჩნენ და მართალია, მე-2 ნახევარში ცდა არ დაუკლიათ, საბოლოოდ, 75:82 წააგეს.

ავსტრალიელებს 18 ქულით ინგლესმა ულიდერა, ბეინსმა 14 ქულა ჩააგდო, დელავედოვას მონაგარი კი 13 ქულა გახლდათ. ლიტველთა რიგებში საუკეთესო სეიბუტისი იყო 21 ქულით, რომელმაც თამაშიდან 11-დან 7 ტყორცნა გამოიყენა.

ავსტრალიელებს და ლიტველებს 2-2 მოგება აქვთ, ურთიერთშეხვედრების ხარჯზე კი, D ჯგუფში მე-2 პოზიცია “მწვანე კონტინენტის” წარმომადგენლებს ეკუთვნით.

მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში. D ჯგუფი. გრან კანარია

ავსტრალია – ლიტვა 82:75 (30:20, 17:8, 15:28, 20:19)

0.144159