ჭიდაობა

21:12 | 20.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლეგენდის ტურნირი ჩხოროწყუში

კარგ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი ჩხოროწყუში: აქ, უკვე მეორედ გაიმართა ლეგენდარული ქართველი ფალავნის, მეხიკოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის, ოთხგზის მსოფლიო ტრიუმფატორის, სხვა მრავალი უმაღლესი ჯილდოს მფლობელის, სპორტის დამსახურებული ოსტატის, რომან რურუას სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე უმცროსი ასაკის ჭაბუკთა შორის. ტურნირში 15 გუნდის 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.

შეჯიბრება მაღალ დონეზე ჩატარდა. ტურნირის გამარჯვებულებს და პრიზიორებს, სპეციალური პრიზების გარდა, რომან რურუასაგან ფულადი ჯილდოებიც გადაეცა. ტურნირის გამარჯვებულებს, სახელოვანმა მოჭიდავემ აგრეთვე საკუთარი წიგნი „ქალამნებიდან ჩემპიონობამდე და კიდევ...“ უსახსოვრა. განსაკუთრებული საჩუქარი  ირგუნეს ოლიმპიური ჩემპიონისგან ტურნირის მასპინძლებმა: ჩხოროწყუს გუნდის წევრებმა „ადიდასის“ ფირმის სპორტული ფორმა მიიღეს.

გთავაზობთ ტურნირის შედეგებს:

23 კგ

1. თორნიკე ჩხიკვაძე (სენაკი)

2. ბაჩო გვაძაბია (სენაკი)

3. აბესალომ შელია (წალენჯიხა)

    ნიკა აბშილავა (ფოთი)

26კგ

1. რევაზ კუხალაშვილი (ქუთაისი)

2. ნიკოლოზ გვიანიძე (ქუთაისი)

3. გიორგი რაზმაძე (ქუთაისი) 

   ვახტანგ კუპრავა (მარტვილი)

29კგ

1. ლუკა ოჩიგავა (სენაკი)

2. გია გოგოლაძე (ძველი სენაკი)

3. გიორგი ჭანტურია (საჯიჯაო)

   ნიკა ტყებუჩავა (სენაკი)

32კგ

1. გიორგი ჩხიკვაძე (სენაკი)

2. ბესიკ ცნობილაძე (ქუთაისი)

3. შალვა ხვადაგიანი (ქუთაისი)

   ედიკ ოკუჯავა (საჯიჯაო)

35კგ

1. ნიკუშა ლაშქარავა (ძველი სენაკი)

2. მამუკა დემეტრაძე (ქუთაისი)

3. კოკა კაკულია (სენაკი)

    ბაკურ ქაჯაია (საჯიჯაო)

38კგ

1. მამუკა ჯოჯუა (ხობი)

2. გივი ლოლაძე (ქუთაისი)

3. ლავროსი სიჭინავა (ჩხოროწყუ)

   გოგა პერტახია (საჯიჯაო)

42კგ

1. თემურ გოგია (სენაკი)

2. ალეკო ქაქუთია (ძველი სენაკი)

3. გიორგი მეფიშვილი (სენაკი)

    გიორგი სოსელია (საჯიჯაო)

47კგ

1.ავთანდილ ჯოჯუა (ჩხორიწყუ)

2. ირაკლი გადელია (ჩხოროწყუ)

3. ზაზა ხუხია (სენაკი)

    გიგა ალფაიძე (ქუთაისი)

53კგ

1. ზურაბ სიმონია (სენაკი)

2. თორნიკე ჯანელიძე (ქუთაისი)

3. ბორის ნიკოლავა (სენაკი)

    ნიკა მიქაძე (ძველი სენაკი)

59კგ

1.ბადრი ჯანელიძე (ქუთაისი)

2. საბა ცხადაძე (ქუთაისი)

3. სოსო შურღაია (საჯიჯაო)

    ნიკა ღურწკაია (საჯიჯაო)

66კგ

1. დავით სიჭინავა (ჩხოროწყუ)

2. მირიან ურთმელიძე (ქუთაისი)

3. გიორგი კეზევაძე (ქუთაისი)

    გოგიტა სიჭინავა (ჩხოროწყუ)

73კგ

1. დავით კელენჯერიძე (ქუთაისი)

2. გუჯა კუპრაშვილი (ქუთაისი)

3. ზაზა დავითაძე (ჩხოროწყუ)

    გოგიტა ქარჩავა (ჩხოროწყუ)

+73კგ

1. ოთარ ლოლაძე (ქუთაისი)

2. გურამ კეთილაძე (ქუთაისი)

3. პაპუნა სახტარაძე (ქუთაისი)

    გიორგი გოგუა (ჩხოროწყუ)

0.129142