ჭიდაობა

22:33 | 28.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფალავნის ხსოვნას ტურნირი მიუძღვნეს

ირაკლი წოწონავას საჭიდაო ხალიჩაზე დიდი სიმაღლეები არ დაუპყრია, უფრო სწორად, ამის გაკეთება არ დასცალდა. იგი შარშან, ნაადრევად წავიდა ამ ცხოვრებიდან, ჯან-ღონით სავსეს გულმა უმტყუნა. დაობლდა ახალგაზრდა ოჯახი, ორი პატარა. ის ძალიან ნიჭიერი ფალავანი იყო, ბევრი ტურნირი მოუგია, მათ შორის უცხოეთში. საქართველოს ნაკრებში მოხვედრას ცდილობდა, მაგრამ...

ირაკლი წოწონავა ქუთაისელი გახლდათ. თავისუფალი სტილით ჭიდაობდა. მისი დამრიგებლის კობა ახვლედიანის, უფროსი მეგობრის, ცნობილი ფალავნის გოჩა კირკიტაძის თაოსნობით და ქალაქის სპორტულ დაწესებულებათა დირექციის დახმარებით, სპორტის სასახლეში ირაკლის ხსოვნისადმი მიძღვნილი პირველი რესპუბლიკური ტურნირი (მთავარი მსაჯი - საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი ელბერტ გავაშელიშვილი) გაიმართა, რომელშიც 1999-2001 წლებში დაბადებული ჭაბუკები მონაწილეობდნენ. ხალიჩაზე 13 გუნდის 200-ზე მეტი წარმომადგენელი გამოვიდა.

გამარჯვებულები 13 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. ტურნირის პირველადგილოსნებს და პრიზიორებს თასები, სამახსოვრო მედლები და შესაბამისი ხარისხის დიპლომები გადაეცათ. 66 კგ  წონით კატეგორიაში გამარჯვებული გორელი  მოჭიდავე გიორგი ბრეგვაძე კი  სპეციალური თასით და პრიზით ირაკლი წოწონავას მეუღლემ ქეთი კიკნაძემ და შვილმა, პატარა საბამ დააჯილდოვეს. გადაწყდა, რომ ეს ტურნირი ტრადიციული გახდება.

ქვემოთ შეჯიბრების ტექნიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

23 კგ

1. გიორგი ირემაძე(ჩოხატაური)

2. გელა შანიძე(ქუთაისი)

3. ნიკა სიხარულიძე(სამტრედია)

    ილია ოქროპირაშვილი(სამტრედია)

26კგ

1. ლუკა შარაბიძე (ქუთაისი)

2. მიხეილი ჭელიძე (ბაღდათი)

3. ბეჟან  ბარსონიძე(ამბროლაური)

   გიორგი გოგრიჭიანი(ამბროლაური)

29კგ

1. გოდერძი ონიანი(სამტრედია)

2. გიორგი ხარატიშვილი(ლანჩხუთი)

3. გიორგი აფხაზავა(ლანჩხუთი)

   ნიკა მახარაძე(ქობულეთი)

32კგ

1. თორნიკე ქათამაძე(ქობულეთი)

2. თამაზი შავაძე(ქობულეთი)

3. გიორგი სურმანიძე(ქობულეთი)

    ნიკა გოგრიჭიანი(ამბროლაური)

35კგ

1. რამაზ თურმანიძე (ბათუმი)

2. გიორგი ელბაქიძე(ამბროლაური)

3. სანდრო სარდანაშვილი(ამბროლაური)

    გია უღრელიძე(სამტრედია)

38კგ

1. ნიკა ბათიაშვილი(აფხაზეთი)

2. ბაგრატ გაგნიძე(ქუთაისი)

3. ლევან ლელაძე(ქუთაისი)

   გივი მელაშვილი(ამბროლაური)

42კგ

1. ვლადიმერ გამყრელიძე(ამბროლაური)

2. შალვა მელაშვილი(ამბროლაური)

3. დავით კოღუაშვილი (ქუთაისი)

    ამირან  ვახტანგიშვილი(გორი)

47კგ

1.ცოტნე აბალაკი(გორი)

2. გურამ კუნჭულია(ბათუმი)

3. ნიკა ბერუაშვილი(გორი)

    იაგო შერვაშიძე(ბათუმი)

53კგ

1. ნიკა ლუხუტაშვილი(ქუთაისი)

2. ლევან წიფიანი(აფხაზეთი)

3. ბესარიონ ქალდანი(აფხაზეთი)

    გიორგი ჯიქიძე(სამტრედია)

59კგ

1. დავით აივაზოვი(ამბროლაური)

2. გივი გოგიბერიშვილი(ამბროლაური)

3. ლერი დარჯანია(ქუთაისი)

    გოგიტა სურმანიძე(ბათუმი)

66კგ

1. გიორგი ბრეგვაძე(გორი)

2. რუსლან გიგაშვილი(ბაღდათი)

3. დავით კაცაძე(ქუთაისი)

    ლევან ფიფია(ჯვარი)

73კგ

1. ნუკრი წილოსანი(ლანჩხუთი)

2. ცოტნე ჯაბიძე(ბაღდათი)

3. ზაზა ხამასურიძე(ქუთაისი)

    ბადრი გოდუაძე(ლანჩხუთი)

+73კგ

1. თორნიკე ტყეშელაშვილი(ქუთაისი)

2. ოთარ ჯანელიძე(ქუთაისი)

3. ელდარ თაბუკაშვილი(ბაღდათი)

    ნოდარ ხიზანეიშვილი(ბაღდათი)

 

0.160955