ფეხბურთი

16:53 | 18.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბაჩანა არაბული: "სამუშაო ნებართვის პრობლემაა და იმედია, მოგვარდება"

ბაჩანა არაბული კვლავაც არაა შეყვანილი ესპანური "ალკორკონის" განაცხადში, არადა, 2014 წლის იანვრამდე საიჯარო ხელშეკრულება გაფორმებულია. როგორც იცით, არაბულმა "ხეტაფესთან" ამხანაგურშიც ითამაშა, რომელიც მადრიდის გარეუბნის კლუბმა “ალკორკონმა" 6:1 მოიგო და ქართველმა გოლი გაიტანა, საგოლე პასი გააკეთა და პენალტის უფლება მოიპოვა.

მას შემდეგ "ალკორკონმა" სეგუნდა დივიზიონში ორი მატჩი ჩაატარა, თუმცა ქართველი ვერ ითამაშებდა, რადგან ჩემპიონატის განაცხადში არაა. რა არის შეფერხების მიზეზი? ამის შესახებ "მსოფლიო სპორტი" არაბულს მადრიდში დაუკავშირდა:

"სამუშაო ნებართვის პრობლემაა, თუმცა იმედი მაქვს, მალე მოგვარდება. ისე კი, გუნდთან ერთად ჩვეულებრივ ვვარჯიშობ და ხვალ ამხანაგურ შეხვედრაშიც ვითამაშებ. სეგუნდა B-ის გუნდ "დეპორტივო მონტანესს" ვხვდებით" – გვითხრა არაბულმა.

 

0.11803