კალათბურთი

13:56 | 9.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ავსტრალიელებს არასპორტულ ქცევაში ადანაშაულებენ

ფიბა-მ ავსტრალიის და ანგოლას საკალათბურთო ნაკრებთა მატჩთან დაკავშირებით სადისციპლინო გამოძიება დაიწყო. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ავსტრალიელებმა აფრიკელებთან მოულოდნელი მარცხი განიცადეს და ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავეს, რის შედეგადაც ცნობილი გახდა, რომ უმთავრეს ფავორიტად მიჩნეულ აშშ-ს ეროვნულ გუნდს ნახევარფინალამდე არ შეხვდებოდნენ.

“აღნიშნულ მატჩში ავსტრალიელ კალათბურთელთა ქცევამ ქომაგების და ექსპერტების უკმაყოფილება გამოიწვია. მუსირებს აზრი, რომ ავსტრალიელებმა თამაში შეგნებულად დათმეს, რათა შედარებით იოლი სატურნირო გზა ჰქონოდათ. სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ, ავსტრალიის კალათბურთის ფედერაციას საშუალება ექნება, საკუთარი პოზიცია გაგვიზიაროს”, - ნათქვამია ფიბა-ს ოფიციალურ განცხადებაში.

0.114569