ფეხბურთი

21:55 | 23.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალისა” და “ინტერის” სამიზნე “მარსელში” ბედნიერია

მარსელის “ოლიმპიკის” ვარსკვლავი ფლორიან ტოვინი “ველოდრომზე” დარჩენით კმაყოფილია. გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მისი გადაბირების სურვილი მილანის “ინტერსა” და ლონდონის “არსენალს” ჰქონდათ, თუმცა საბოლოოდ, 21 წლის შემტევი ტიპის ნახევარმცველი ფრანგულ კლუბში დარჩა.

“ზუსტად ვიცი, ზაფხულში “ოლიმპიკის” პრეზიდენტი “ინტერის” ხელმძღვანელობას ესაუბრა, თუმცა შემდეგ რა მოხდა და რატომ არ შედგა მოლაპარაკება ჩემთვის უცნობია. მიუხედავად ამისა, გუნდის დატოვების დიდი სურვილი არ მქონია და აქ ყოფნით ბედნიერი ვარ. “მარსელი” დიდი გუნდია,” – განაცხადა ტოვინმა “დეილი ექსპრესთან” საუბრისას.

ტოვინს უთამაშია “გრენობლის,” “ბასტიასა” და “ლილის” მაისურით, ხოლო 2013 წლიდან “მარსელის” ფეხბურთელია. იცავდა საფრანგეთის 18, 19 და 20-წლამდელთა ნაკრებების ღირსებას, ამჟამად კი ახალგაზრდული ნაკრების წევრია.

დიმა შარიქაძე

0.114699