სხვა

21:49 | 2.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

აკაკი კაკაურიძის ხსოვნისა...

დღეს ქუთაისის ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის სპორტის სასახლეში სტარტი აიღო ცნობილი ქართველი მოკრივის, მსოფლიო ჩემპიონატების ვერცხლის (1993წ, ტამპერე) და ბრინჯაოს (1999წ, ჰიუსტონი) პრიზიორის, ახალგაზრდებს შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების გამარჯვებულის, ატლანტისა და სიდნეის ოლიმპიური თამაშების მონაწილის აკაკი კაკაურიძის ხსოვნისადმი მიძღვნილმა მე-3 საერთაშორისო ტურნირმა.

შეჯიბრებაში 5 ქვეყნის - საქართველოს, თურქეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის და სომხეთის 100-მდე ტყავის ხელთათმანის ახალგაზრდა ოსტატი მონაწილეობს. 1995-96 წლებში დაბადებულები მედლებს 10 წონით კატეგორიაში გაითამაშებენ, ხოლო 1997-98-წლიანები გამარჯვებულებს 4 წონაში გამოავლენენ.

ტურნირის პირველი დღე წინასწარ ორთაბრძოლებს დაეთმო, ხვალ ნახევარფინალური, ზეგ კი ფინალური შეხვედრები გაიმართება. ტურნირის მთავარი მსაჯი აკაკი კაკაურიძის აღმზრდელი ანატოლი ცქიფურიშვილი გახლავთ, ჟიურის თავმჯდომარე - საქართველოს მსაჯთა კოლეგიის თავკაცი ტარიელ გოგოჭური.


0.168804