სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
7-კაცა

17:19 | 21.07.2021 | ნანახია 769 - ჯერ

სულხან ჩიხლაძის 7-კაცას გზა

საერთაშორისო ტურნირებზე ქართველი მსაჯების მიწვევა სულ უფრო მასიურ ხასიათს იღებს. ამჯერად სულხან ჩიხლაძე 18-წლამდე მორაგბეთა 7-კაცას „ალაფაზე“ ლატვიაში მიიწვიეს.

26 წლის რეფერიმ ერთი თვის წინ 7-კაცას საერთაშორისო ასპარეზზე პირველი ნაბიჯები გადადგა და რაბი ევროპის „ალაფაზე“ ექვსი თამაში იმსაჯა.

„ზაგრებში საერთაშორისო 7-კაცა ტურნირში პირველად ჩავერთე და ორი დღის განმავლობაში ექვსი თამაში ვიმსაჯე. მსაჯებს სამი მენეჯერი გვაკვირდებოდა და ყველა მათგანისგან კარგი შეფასებები მივიღე. ფინალური მატჩის მსაჯობის ერთ-ერთი კანდიდატიც ვიყავი, თუმცა, რადგან ასეთ ტურნირზე პირველად ვიყავი, საბოლოოდ არჩევანი გამოცდილ რეფერიზე შეაჩერეს და ნახევარფინალით მომიწია დაკმაყოფილება. მთლიანობაში კარგი ტურნირი გამოვიდა და მეც კმაყოფილი დავბრუნდი“ – ამბობს ჩიხლაძე.

მისი მუშაობით მსაჯთა მენეჯერები კმაყოფილები რომ დარჩნენ, მალე საქმეშიც გამოჩნდა და სულხანი 24-25 ივლისს უკვე რიგაში იმსაჯებს. იქ მისი მიზანი ფინალის მსაჯობაა:

„ზაგრებში დიდი გამოცდილება შევიძინე და ამბიციაც მომემატა. ამ ტურნირზე ჩემი მიზანი ფინალის მსაჯობაა. მსურს თავი ისე წარმოვაჩინო, რომ ყოველი შემდგომი მოწვევა უფრო მაღალი დონის იყოს. შესაბამისი განწყობით ვემზადები და მაქსიმუმს გავიღებ მიზნის მისაღწევად“.

სულხან ჩიხლაძეს 7-კაცა რაგბი განსაკუთრებით მოსწონს და რაგბი ევროპის ტურნირების გავლით, სამომავლოდ მსოფლიო სერიებზე მოხვედრის იმედი აქვს, სადაც გზა უკვე გაიკვალა ნიკა ამაშუკელმა:

„7-კაცა რაგბი ბავშვობიდან მომწონს და სულ ვოცნებობდი საერთაშორისო ტურნირებზე მოხვედრას, ჯერ როგორც მოთამაშე და ახლა როგორც მსაჯი. ის სპეციფიური თამაშია, ბევრად უფრო სწრაფი 15-კაცა რაგბზე და ჩემი ფიზიკური კონდიციებიდან გამომდინარე, ჩემთვის უფრო საინტერესოა. ყოველი ტურნირი უდიდესი ზეიმია და ვიმედოვნებ, რომ ჯერ მსოფლიო სერიაზე მოვხვდები და მერე 7-კაცას მსოფლიო თასსა და ოლიმპიადაზე მიწვევასაც დავიმსახურებ“.

rugby.ge

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.083991
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X