საერთაშორისო

17:05 | 28.03.2021 | ნანახია 3309 - ჯერ

ფასეული გამარჯვება 14 კაცით რუმინეთთან!

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის მეოთხე ტურში თბილისში რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და ზედიზედ სამი გასვლითი მატჩის შემდეგ საკუთარ მოედანზეც ითამაშა. დიდი ხნის პაუზის შემდეგ სტადიონზე გულშემატკივრები დაბრუნდნენ და „მიხეილ მესხზე“ ნამდვილი სარაგბი განწყობა იყო.

ლევან მაისაშვილის გუნდმა მძიმე ბრძოლაში გამარჯვება მოახერხა და რაც მთავარია,ეს კაცნაკლულმა მოახერხა. პირველი ტაიმის შუაწელს შალვა მამუკაშვილი გააძევეს და „ბორჯღალოსნებს“ საქმის ბოლომდე მიყვანა 14 მოთაშით მოუწია, რაც ცხადია, აღსანიშნავი და ორმაგად დასაფასებელია.

ანგარიში მე-10 წუთზე საჯარიმო ლელოს წყალობით გაიხსნა და მასპინძლები 7:0 დაწინაურდნენ, რასაც თედო აბჟანდაძის ჯარიმა მოჰყვა, მაგრამ იქვე რუმინელებმა გარდასახული ლელოთი გვიპასუხეს და თამაში ისევ დაიძაბა. პირველი ტაიმის ბოლოს აბჟანდაძემ უმნიშვნელოვანესი ჯარიმა გაიტანა, რის შედეგადაც საქართველოს ნაკრებმა 6-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა.

მეორე ტაიმიც ცხადია მძიმე იყო, მაგრამ ბექა გიგაშვილის და კა ტაბუცაძის ლელოებით „ბორჯღალოსნებმა“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იზეიმეს. ამ ორი ლელოდან მხოლოდ ერთს გარდასხვა მოხერხედა, ხოლო „მუხებმა“ მეორე ტაიმში თითო ლელო, ჯარიმა და გარდასხვა გაიტანეს. შედეგად, მატჩის ბოლო წუთებზე, როდესაც სხვაობა 8-ქულიანი იყო, ყველაფერი გადაწყვეტილი გახლდათ. ზედ საფინალო სასტვენის წინ კი ბაბუნაშვილმა არეკნი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 28:17.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო ცხრილს ძალზე დამაჯერებლად 18 ქულით ლიდერობს, რითაც მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური პრაქტიკულად გაინაღდა. ამასთან, რუმინეთთან გამარჯვებით საქართველომ ანთიმოზ ივერიელის თასიც მოიპოვა.

საქართველო - რუმინეთი 28:17 (13:7)

ქულები: 7:0 საჯარიმო ლელო (10), 10:0 აბჟანდაძე (20), 10:5 გორჩიოაია (21), 10:7 პლაი (22), 13:7 აბჟანდაძე (40), 13:10 ვლაიკუ (44), 18:10 გიგაშვილი (51), 20:10 აბჟანდაძე (52), 20:15 ცაპატანა (61), 20:17 ვლაიკუ (62), 25:17 ტაბუცაძე (70), 28:17 ბაბუნაშვილი (80)

კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
23:45 | 28.03.2021
გუსანი (34)

ერთ ადგილს ვტკეპნით, ვერ ვაჩქარებთ და სისხარტე აკლიათ ბიჭებს, ხელით თამაშის მხოლოდ ერთეული გამონათებები გვაქვს. ამ დონით ვერც კუნძულელებს და ვერც იტალიას ვერ დავუდგებით, ამერიკა/კანადაც გაძლიერდებიან.... მე მაინც მგონია უცხოელი მწვრთნელების სტაფია საჭირო წინ სვლისთვის...

23:40 | 28.03.2021
გუსანი (34)

მძიმე გამარჯვება იყო, მამუკაშვილის საქციელი,ისი გამოცდილების ფონზე, აუხსნელია. ყველა თამაშში თუ გაიხსენებთ უცნაურ შეცდომებს უშვებდა, ჩვენი სპორტსმენებისთვის ეს დამახასიათებელია, სტაბილურობა აკლიათ, მაგრამ შეცდეომასაც ხომ გააჩნია....

21:33 | 28.03.2021
GENESIS (49)

ბაბუნაშვილის არეკნი იყო ახალი და დიდი ხნის უნახავი რამ. ის რაც, დიდ გუნდებს აქვთ, და საერთოდ, ამ ბიჭის განვითარებამ შესაძლოა ქართველი დან ბიგარი მოგვცეს.. დანარჩენი კი.. აფრასიძის "ჟილკამ" და ბოჭვებმა ადრეული მაიკ ფილიპსი გამახსენა, მორკინალებს რომ აყირავებდა.. მოკლედ, ბარაქალა.. კარგი თამაში იყო, ერთობლიობაში..

05:37 | 29.03.2021
Marco8 (8)

ამ რუმინეთთან და რუსეთთან მოგება გვგონია ჩვენ მაგარი და რაგბი ჩვენი თამაშიაო, დაცინვაა, ფეხბურთი რო აიღო იქ გავარდნიათ და ესპანეთტან და ხორვატიასთან მოუგიათ, 17წლის მჭედლიძემ და ყენიამ შოტლანიდა ჩატოვეს რაღაც გამონათებები ქონიათ არადა მანდაც ძაან უკან ვართ... მაგრამ რაგბი არაა ჩვენი თამაში უბრალოდ თამასაა ვითომ ხელოვნურად აწეული და მაგრები გონიათ ხალხს. ერთხელ მოუგონ ვიღაცას ძლიერს მაგრად გამახარებენ.

00:33 | 29.03.2021

23:22 | 28.03.2021

23:17 | 28.03.2021
Marco8 (8)

ბიგარი არა კარტერი))) სადაც ერთ ნაბიჯს ვდგამთ ჩვენს ზემოთ ათი აქვთ გადადგმული, 15ის მსოფლიოს მერე უკან მივდივართ ეგაა რეალობა, ერთხელ მაინც ერთხეეეელ მაიც ჩვენზე ძლიერს თუნდაც იტალიას მაინც მოვუგოთ, ფიჯი იაპონიაზე არ მაქვს ლაპარაკი , ძირითადი შემადგენლობით ისე გვიგებენ როგორც მე ჩემ 4 წლის დისშვისლს ფეხბურთს ვუგებ. მეტი ფინანსებია საჭიროო და წესიერი ხალხი ფედერაციაში, ხრავენ ბიუჯეტს!!!

17:42 | 28.03.2021
NIKA..01 (335)

მიუხედავად რიგი პრობლემებისა დღევანდელი მატჩით კმაყოფილი ვარ.რა თქმა უნდა ამ კმაყოფილების ერთ-ერთი განმაპირობებელი ისაა რომ 14 კაცით მოვიგეთ თამაში.ბაბუნაშვილი მომწონს და იმედია სწორი მიმართულებით განვითარდება.გილოცავთ მოგებას!

0.197709