ბორჯღალოსნები

1:52 | 1.12.2020 | ნანახია 3625 - ჯერ

ხმების 88%-ით გიორგი კვესელაძე რვა ერის მესამე ტურის საუკეთესო მორაგბეა! (+VIDEO)

შემოდგომის ერთა თასის, იგივე რვა ერის მესამე ტურის საუკეთესო მორაგბე გიორგი კვესელაძეა! 23 წლის ქართველმა ტურნირის ორგანიზატორთა ჩატარებულ გამოკითხვაში იმარჯვა.

კვესელაძის კონკურენტები ინგლისელი სემ ანდერჰილი, უელსელი, ჯონი უილიამსი და ფრანგი ბრის დალინი იყვნენ და გიორგიმ ძალიან დიდი უპირატესობით მოიგო. თავად განსაჯეთ, ხმების 88.8%(!) ქართველ მორაგბეს ერგო.

რა გასაკვირია, რომ კვესელაძე ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა, შემოდგომის ერთა თასის ვებგვერდის ვერსიით. ახალგაზრდა ქართველმა მორაგბემ ირლანდიასთან შესანიშნავი თამაშით გამოიჩინა თავი და ამ ტურნირის ისტორიაში პირველი ქართული ლელოც მის ანგარიშზეა.

შეგახსენებთ, „ბორჯღალოსნებმა“ ირლანდიასთან ბრძოლაში წააგეს (10:23), მეშვიდე ადგილისთვის მატჩს კი 5 დეკემბერს, თბილისის დროით 16:00 საათზე ფიჯის ნაკრებთან გამართავენ.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:29 | 01.12.2020
kakhaberry (30)

თამAშის შედეგიც ხმის მიცემით რომ იყოს, უცვლელი ჩემპიონები ვიქნებოდით ქართველები ))))))

0.082375