7-კაცა

13:45 | 31.05.2019 | ნანახია 1218 - ჯერ

7-კაცა: საქართველოს ჭაბუკთა "ბ" ლიგის ჩემპიონატი

საქართველოს ჭაბუკთა „ბ“ ლიგის 26 გუნდი, შაბათს, 1 ივნისს, 7-კაცა რაგბში საქართველოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს ითამაშებს.

შესარჩევი ეტაპი რეგიონალური პრინციპით ჩატარდება. დასავლეთ საქართველოს 12 გუნდი - კოლხი რაინდები (ფოთი), აია (ქუთაისი), პონტო (ქობულეთი), ლეგიონი (ხაშური), არესი (ქუთაისი), მგლები (სურამი), ზუგდიდი (ზუგდიდი), ტაო (ასპინძა), არწივები (ზესტაფონი), არგო (ვანი), ჭიათურა (ჭიათურა) და ჩაქვი (ჩაქვი) ქუთაისში შეიკრიბებიან და ხუთი მოწინავე გუნდი ფინალური ეტაპის საგზურს მიიღებს.

აღმოსავლეთ საქართველოს შესარჩევ ეტაპს რუსთავი უმასპინძლებს და ფინალურ ეტაპზე გამსვლელი 7 საგზურისთვის 14 გუნდი იბრძოლებს, ორი წვეული კი უკონკურსოდ ითამაშებს. წვეული გუნდები არიან თბილისის ‘ლელო-სარასენსი2’ და ‘ხვამლი2’, ფინალურ ეტაპზე გასასვლელად კი იბრძოლებენ: თბილისის ‘ხვამლი’, ‘ლელო-სარასენსი’, ‘ლოკომოტივი’, ‘აკადემია’, ‘თბილისი’, ‘არმია’, ‘წიქარა’, ‘იუნკერ-ჩოხოსნები’ და ‘ხულიგანა’; რუსთავის ‘ხარები’, გორის ‘ჯიქი’ და ‘გორდა’, პატარძეულის ‘ვეფხვები’ და ‘გარდაბანი’.

7-კაცა ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 15 ივნისს გორში გაიმართება და მასში 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას - 7 საუკეთესო აღმოსავლეთ და 5 საუკეთესო დასავლეთ საქართველოდან.

ტურნირის სიახლეები ნახე აქ: Georgian Rugby 7's

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.074276