სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
ლეგიონერები

20:14 | 18.04.2019 | ნანახია 2599 - ჯერ

მესხი და ხატიაშვილი “ენისეიში” ჩაირიცხნენ

რუსულმა სარაგბო კლუბმა “ენისეიმ” მომავალი სეზონისთვის ახალბედები წარადგინა, რომელთა შორის 2 ქართველიცაა: გარემარბი დავით მესხი და ბურჯი ნიკოლოზ ხატიაშვილი.
ცნობისთვის, 26 წლის ხატიაშვილმა 2015-17 წლები ფრანგულ “ორიაკში” გაატარა, შარშან 1 მატჩი იაპონურ “სანვულვზში” ჩაატარა, თუმცა, იქ ფეხი ვერ მოიკიდა და ახლა, რუსეთის ჩემპიონში სურს ძალების მოსინჯვა. მას საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისური 3-ჯერ აქვს მორგებული.
რაც შეეხება “არმიას” ყოფილ მორაგბე დავით მესხს, მას საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში არაერთი მატჩი აქვს ჩატარებული, “ენისეი” კი, მისი პირველი უცხოური გუნდი იქნება.
მესხმა და ხატიაშვილმა რუსულ გუნდში ერთთვიანი გამოსაცდელი ვადა გაატარეს, დღეს კი, მათ მაისურები კრასნოიარსკელთა მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ პერვუხინმა გადასცა. ქართველებთან ერთად, “ენისეიმ” სამხრეაფრიკელი მორაგბეები ჯერემი ჯორდაანი და დინ გორდონიც აიყვანა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ კრასნოიარსკულ გუნდში აქამდე კიდევ 2 ქართველი ლეგიონერი – დავით კაჭარავა და მიხეილ გაჩეჩილაძე ირიცხებოდა.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:08 | 18.04.2019
NIKA..01 (335)

კარგით ხალხო რაა....რატომ ვუშვებთ მორაგბეებს და მითუმეტეს ასაკობრივ თუ მთავარ ნაკრებში ნათამაშებ მორაგბეებს ღორისტანში სათამაშოდ?ეს დედამ...ნული რა გახდა 1-2 გუნდის ისეთ დონეზე დაფინანსება,რომ კარგი დონის მორაგბე ღორისტანში არ წავიდეს?(ცალკე თემაა,რომ მე პირადად მილიონ დოლარზეც არ წავიდოდი ღორებში სათამაშოდ).ამ ბოლო დროს ისე ჩავეკარით რაგბში ღორებს,რომ რაც ფეხბურთში გვჭირს იგივე მოხდება,ჩავიძირებით და ვიქნებით მაჩანჩალა სარაგბო ქვეყანა...სირცხვილია!!გამოფხიზლდით!!!კავშირი,სპრტის სამინისტრო,ხელისუფლება,ბიზნესი-გამოფხიზლდით!!!ქართული რაგბი საფრთხის ქვეშაა,დიდი საფრთხის ქვეშ.რა გახდა ფრანჩიზის შექმნა?რა გახდა გუნდების სტაბილურად დაფინანსება?(მათხოვრულ დაფინანსებას არ ვგულისხმობ).ჩვენი ბიზნესის წარმომადგენლები კი მართლა სამარცხვინოები არიან..გამოვლენ და ვითომ დიდი გულშემატკივრები არიან ქვეყნის და კონკრეტულად რაგბის,საქმით კი თეთრი არ ემეტებათ თუ ამ თეთრიდან მოგებას არ ელოდებიან...სამაგიეროდ მაიმუნობაში,ინტრიგანობაში და მედიაში პროვოკაციულ გამოხტომებში არიან ყოჩაღები...პრინციპში მაგათ საკუთარი თანამშრომლებისთვის ღირსეული ხელფასის და ბიუჯეტში სავალდებულო გადასახადის გადახდა არ სურთ და რა რაგბის დაფინანსება უნდა მოთხოვო ასეთ წუწურაქებს..ტფუი თქვენ მართლა...ნუთუ მათ არ აწუხებთ ის ფაქტი,რომ ჩვენი მორაგბეები ღორისტანში სათამაშოდ მიდიან და რომ ღორების საკლუბო რაგბს ჩამოვრჩებით უკვე განვითარებაში?ჰოდა ვისაც ეს არ გაწუხებთ თქვეწნც კაი ღორები ხართ... (((

00:05 | 19.04.2019
jora84 (183)

ფრანჩიზას შექმნა სანაკრებო ვერტიკალის მერე უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს კავშირისთვის(არის კიდეც), მაგრამ სამწუხაროდ ამ ეტაპზე იქ არავინ არ გვეძახის

00:03 | 19.04.2019
jora84 (183)

დიდი 10 დიდი ფინანსების მითხლეშვა აბსოლიტურად მიუღებელია, დიდი 10 ისეთ ვერაფერ ბენეფიტს ვერ მოგიტანს რომ მაგად ღირდეს. ამ ორმა(და კიდევ ბევრი იქნება წელს ეგეთი) ვერ დაინახა სანაკრებო პერსპექტივა თავის თავში და წავიდნენ საშოვარზე.

01:16 | 19.04.2019
NIKA..01 (335)

თან მე ნაკლებად ვსაუბრობ კავშირის მხრიდან კლუბების დაფინანსებაზე,მე ვსაუბრობ ბიზნესის მხრიდან დაფინანსებაზე.აი,რომ არ აფინანსებენ ეგ კი ჩვენი ბიზნესმენების ღორობის ბრალია...ნახე რა მოგება აქვთ ბანკებს,ნავთობპროდუქტების სფეროში მომუშავე კომპანიებს,პორტს,რკინიგზას...მათთვის 5-7 მილიონი ლარი წლიურად არაა ის თანხა,რომელიც ძნელად გადასახდელი იქნება.როცა კომპანიას 100 მილიონზე მეტი მოგება გაქვს იქ 7 მილიონი,რომ გაიღო რაგბის გუნდისთვის და 93 მილიონი დარჩეს მოგება არაა საკმარისი?არადა 100 მილიონზე მეტი მოგება აქვთ რამოდენიმეს...უბრალოდ წუწურაქები არიან,თეტღს არ გაიღებენ ისე თუ ამ თეთრის გაღებას ყველა ტელეკომპანია არ გააშუქებს და იმ თეთრის გაღებით 10 თეთრს არ გამოიმუშავებენ.განა უცხოეთში ყველა სარაგბო გუნდი მოგებაზეა?სულაც არა,მაგრამ არიან ბიზნესმენები,რომლებიც იღებენ ამ ხარჯს არა მხოლოდ საკუთარი ფინანსური მოგებისთვის,არამედ რაგბის სიყვარულის გამო,პრესტიჟის გამო...ჩვენ ბიზნესმენებს სულ ცალ ფეხზე კიდით პრესტიჯიც და რაიმეს სიყვარულიც,მათთვის მთავარია ფული ფული ფული ბევრი კუპიურა და არსად არ უნდა დახარჯონ ეს თანხები,ერთადერთი რაშიც არ ენანებათ ფულის ხარჯვა,საკუთარი მუცლის ამოყორვაა...1 კომპანია დამისახელე საქართველოში,რომელიც რაიმეს აფინანსებს და აკეთებს ამას უწყვეტად და სტაბილურად..ვითომ დაიწყებენ დაფინანსებას გაირეკლამებენ თავს და 2 თვეში მიაგდებენ...ყველაფრით ყალბები არიან,როგორც ბზნესმენები ხო არ ვარგიან(იმით ჩანს ეს,რომ საქართველოს გარეთ ვერცერთი ქართული ბიზნესი ვერ გადის და ვერ აღწევს წარმატებას,მხოლოდ აქ ვინმეს "დაკრიშვით" და სასათბურე პირობების შემთხვევაში არიან "წარმატებული ბიზნესმენები") და მაგათი ნათქვამი სიტყვაც და გამოხატული მხარდაჭერაც ყალბია...

00:59 | 19.04.2019
NIKA..01 (335)

საკლუბო რაგბის გარეშე ვერანაირად ვერ განვითარდება უმაღლეს დონეზე სანაკრებო რაგბი.ელემენტალურად სიღრმეები არ ექნება ნაკრებს.მხოლოდ ლეგიონერების ხარჯზე ვერ იქნება ნაკრები,თუნდაც იმიტომ,რომ ბექებზე არაა მოთხოვნა.დიდ 10-ში მოთამაშე მორაგბეები კი მაღალ დონეზე თამაშისას ტემპს ვერ ყვებიან.ეს თავის მხრივ არასათანადო მომზადების ბრალია.არასათანადო მომზადება გამომდინარეობს კლუბში არსებული,მომზადების დაბალ დონეს,რაც თავის მხრივ გამოწვეულია არასათანადო დაფინანსებით.როდესაც არაა დაფინანსება,არაა სავარჯიშო პირობები,მოედნები,სატრენაჟორო დარბაზები,სამედიცინო ცენტრი,ვერ ტარდება შესაბამის დონეზე წინასასეზონო შეკრებები,უცხოეთში ტესტები,ვერ იწვევენ გუნდები მაღალი კვალიფიკაციის მწვრთნელებს,ვერ აფინანსებენ არსებულ მწვრთნელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს,ვერ ჩამოგვყავს კარგი კვალიფიკაციის ლეგიონერები(რაც ძალიან წაგვადგებოდა,რადგან კუნძულებიდან შესანიშნავი უკანახაზელების ჩამოყვანაა შესაძლებელი,რაც ჩვენ უკანახაზელებსაც წაადგებოდა დონის ასამაღლებლად)...კიდევ უამრავი მიზეზის ჩამოთვლა შეიძლება რაც საკლუბო და შესაბამისად ზოგადად რაგბის განვითარებას უშლის ხელს და ეს ყველა მიზეზი გამომდინარეობს ქართული საკლუბო რაგბის მცირე დაფინანსებიდან.ღორებისთვის თუ მოაქვს ბენეფიტები რაგბში ჩადებულ ფინანსებს,ჩვენ რატო არ მოგვიტანს?ჩელენჯ ქაფზე,რომ ვითამაშებთ და კარგ შედეგს დავდებთ,როგორ ფიქრობ ეს არ წაადგება ქართულ რაგბს და მორაგბეებს?არ წაგვადგება საერთაშორისო ასპარეზზე ქართული რაგბის პოპულარიზაციისთვის?არ წაგვადგება იმავე 6 ერში შესვლის მოთხოვნის განმტკიცებისთვის?ყველაფერს,რომ თავი დავანებოთ მისაღებია როცა მორაგბეს 500 ლარი აქვს ხელფასი?ელემენტალურად ვიტამინების მიღების საშუალება რომ არ აქვს?1500-2000 მანც ხო უნდა ქონდეს,რომ თავი ირჩინოს,არჩინოს ოჯახი და სპორტის პარალელურად სადმე მუშაობა არ ჭირდებოდეს ამისთვის?ფრანჩიზა ნებისმიერ საკლუბო შეჯიბრში შეგვიძლია ჩავრთოთ,რომ მოგვცენ ამის საშუალება ამას კი მუშაობა ჭირდება,თუნდაც ამისთვის თანხის გადახდა გახდეს საჭირო.

17:37 | 19.04.2019
jora84 (183)

რა 5-7 მილიონი დიდ 10 ჩადება, მაგდენს ნაკრები ვერ იღბს სპონსორებისგან, სრულიად აბსურდული და გაუმართლებელი გადაწყვეტილება იქნება . თუ კავშირს ერთ ადგილი ექნება მაგხელა რესურსის მოზიდვის პრო 14 უნდა აუტალახოს კარი 1 ფრანჩზის მანდ ჩასართავად. რუსებისთვის რას მოაქვს ბენეფიტი? ტიპები მილიონებს ხარჯავენ და ყველა მიმართლებით ფარჩაკდებიან ტიპები. ჩელნეჯზე 6 თამაში კი ვერაფერი ნუგეშია მოთამაშის გასაზრდელად. შენ რასაც წერ გასაგებია ჩემთვის, მაგრამ მაგ მხრივ რაიმე რესურსის დახარჯვა კავშირის მხრიდან უაზრობაა, წყალში გადაყრილი ფული იქნება მხოლოდ. მარტივი სტრატეგიაა: სანამ ფრანჩიზა გვეღირსება(თუ გვეღრსა) ყველა რესურსი უნდა მოხმარდეს სანაკრებო ვერტიკალს, რომ რაც შეიძლება დიდი ხანი ვიყოთ ახალგაზრდულ მსოფლიოზე. იქედან გამორჩეულები წავლენ საფრანგეთში და გააგრძელებენ ნაკრებში თამაშს, დანარჩენები უკან დაბრუნდებიან და ადრე თუ გვიან წავლენ საშოვარზე სხვადასხვა ქვეყნებში.

10:50 | 19.04.2019
jora84 (183)

რა 5-7 მილიონი დიდ 10 ჩადება, მაგდენს ნაკრები ვერ იღბს სპონსორებისგან, სრულიად აბსურდული და გაუმართლებელი გადაწყვეტილება იქნება . თუ კავშირს ერთ ადგილი ექნება მაგხელა რესურსის მოზიდვის პრო 14 უნდა აუტალახოს კარი 1 ფრანჩზის მანდ ჩასართავად. რუსებისთვის რას მოაქვს ბენეფიტი? ტიპები მილიონებს ხარჯავენ და ყველა მიმართლებით ფარჩაკდებიან ტიპები. ჩელნეჯზე 6 თამაში კი ვერაფერი ნუგეშია მოთამაშის გასაზრდელად. შენ რასაც წერ გასაგებია ჩემთვის, მაგრამ მაგ მხრივ რაიმე რესურსის დახარჯვა კავშირის მხრიდან უაზრობაა, წყალში გადაყრილი ფული იქნება მხოლოდ. მარტივი სტრატეგიაა: სანამ ფრანჩიზა გვეღირსება(თუ გვეღრსა) ყველა რესურსი უნდა მოხმარდეს სანაკრებო ვერტიკალს, რომ რაც შეიძლება დიდი ხანი ვიყოთ ახალგაზრდულ მსოფლიოზე. იქედან გამორჩეულები წავლენ საფრანგეთში და გააგრძელებენ ნაკრებში თამაშს, დანარჩენები უკან დაბრუნდებიან და ადრე თუ გვიან წავლენ საშოვარზე სხვადასხვა ქვეყნებში.

12:31 | 19.04.2019
NIKA..01 (335)

მეგობარო,კავშირმა კი არა ბიზნესის მხრიდან ვსაუბრობ მე.როგორც ბურჯალალი აფინანსებს ტულონს,მსგავსს ვგულისხმობ.ანუ იყიდოს ბიზნესმენმა და დააფინანსოს.ეს მსურს და არა ის,რომ კავშირმა აფინანსოს კლუბები ნაცვლად ნაკრებისა.ფრანჩიზა კი კავშირის გასაკეთებელია და ეგ ნომერ პირველი მიზანი უნდა იყოს ნაკრებთან და ბავშვთა რაგბთან ერთად.სახელმწიფოც უნდა დაეხმაროს ჩემი აზრით ფრანჩიზას საკითხში კავშირს.10 მილიონს ხელისუფლება ავტომობილებში და ჭამა სმაში ხარჯავს,ცოტა მოიკლონ არ შეეტყობათ დიდად მათ ღიპს,არაფერი მოუვათ...რაგბი საქართველოსთვის ლამის ერთადერთი სიხარულია და ამას მაინც გაუფრთხილდნენ..

12:36 | 19.04.2019
NIKA..01 (335)

ჩელენჯის 6 თამაში კი ძალიან კარგი ბენეფიტი იქნებოდა და არ მესმის რატომ ფიქრობ,რომ არაა დიდად სარგებლის მომტანი.ყოველწლიურად საფრანგეთის და ბრიტანელების უმაღლესი ლიგოს გუნდებთან 6 მატჩი ცოტაა?

18:26 | 19.04.2019
jora84 (183)

4 თვეზე გაწელილი 6 თამაში, უმეტესად დუბლების და აკადემიის ბიჭებთან ვერაფერი დიდი ხეირია მოსამატებლად. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ ენისეი 4 წელია მანდ გამოდის და რა ხეირი ნახეს მაგითი? აუარესებენ შედეგებს ყოველ წელს. თუ კლუბი იშოვის ფინანსებს ღმერთმა ხელი მოუმართოს, მაგრამ კავშირის თვითმიზანი ვერ იქნება პირობითად გორის ჯიქი ენისეიზე უკეთესი გახადოს. კავშირის უმთავრესი მიზანი ნაკრებები და პრო14, სხვაგან არც უნდა ჩაერიონ და არც რესურსი დახარჯონ. ბიზნესმენებს რაც შეეხება, არ არის აქ რაგბი მომგებიანი, ფული რომ ჩადონ ვერაფერს მიიღებენ, ასე რომ მაგათი პოზიციაც გასაგებია ჩემთვის(იმედია მაგ ბიზნესმენების დაცვაში არ დამადანაშაულებ )

22:16 | 19.04.2019
NIKA..01 (335)

უკვე ვთქვი,რომ კლუბების დაფინანსებაში კავშირს არ ვგულისხმობ...კავშირმა ფრანჩიზის გაკეთებას და ტურნირში ჩაბმას მოაბას თავი.აი ბიზნესზე კი ვერ დაგეთანხმები.შენც ისე აზროვნებ,როგორც ეგენი? ანუ თუ მოგება არ ნახე ფინანსური,ისე თეთრი არ უნდა დახარჯო?გგონია წამყვან სარაგბო ქვეყნებში მოგებაზე გადიან კლუბები?არათუ რაგბის არამედ ბევრი ფეხბურთის გუნდიც კი ვერ გადის მოგებაზე,მაგრამ მფლობელები მაინც აფინანსებენ.ფიქრობ ალტრადი ან ბურჯალალი ფინანსური მოგების მიზნით აფინანსებენ სარაგბო გუნდს?ფინანსური მოგება,რომ სურდეთ რაგბიში საერთოდ არ ჩადებდნენ,რადგან რაგბი არაა შემოსავლიანი სპორტი.ეგენიც ფეხბურთში ცდიდნენ ფულის ჩადებას,ან კალათბურთში.მხოლოდ ფინანსური დაინტერესება არ აქვთ მათ ვინც რაგბის გუნდებს აფინანსებს,რაგბის სიყვარულიც ერთ-ერთი მთავარი მიზეზია მათი მხრიდან ფინანსების გაღების.აი ჩვენთან კი არცერთი ბიზნესმენი არ გამოჩნდა,ვისაც არათუ რაგბის,არამედ საერთოდ რაიმე სფეროს სიყვარული აქვს...ერთადერთი მათი სიყვარული საკუთარი კუჭია...სად ტრ....ში მიაქვთ მაგდენი ფული,რა ჯანდაბად უნდათ მუთაქებში ჩაჭყუნული ქაღალდი არ ვიცი არცერთ სპორტის სახეობას,კულტურის არცერთ სფეროს არ აფინანსებენ,არ იღებენ სოციალურ პროექტებში მონაწილეობას...აი ყოველდღე რესტორანში კი იყორავენ მუცელს ჩვენი მსგავსი წუწურაქი ბიზნესი არცერთ ქვეყანას არ ყავს ასე მგონია.მე არ ვიცი რაიმე სფერო რასაც ჩვენი ბიზნესი აფინანსებს სტაბილურად,თუ შენ იცი მითხარი გამიხარდება ))

სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.106131
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X